საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85275

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლის ოქტომბერში შალვა მაღლაკელიძის კანდიდატურა „ამერიკული კომიტეტის“ რადიო გადაცემების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა დელეგაციამ უარყო ამიერკავკასიის დელეგაციის განცხადება ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მიმდინარე კონფერენციის მიზნად კი ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების საფუძვლის მომზადება დაასახელა. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 30 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ფიოდორ ბოგატირჩუკმა „ამერიკული კომიტეტის“ რადიო გადაცემების დირექტორობაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ თანამდებობაზე ვილიამსის დანიშვნას აპირებდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ვარლამ გარდავაძე შტატგარეშედ დატოვებული მეუღლის მასწავლებლად დანიშვნას ითხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირადი საქმის მიხედვით, ვარლამ გარდავაძე შტატგარეშედ დარჩა, რადგან ბორჯომში სასწავლებლის გახსნა არ იყო გადაწყვეტილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სახალხო სკოლების მთავარ-გამგე გიორგი ჭუმბურიძემ ვარლამ გარდავაძეს მისწერა, რომ განზრახული იყო სასწავლებელთა გახსნა: ბორჯომში, მაჩხაანში, გურჯაანსა და საგარეჯოში. მთავარ-გამგე ვარლამ გარდავაძე სთხოვდა ეცნობებინა სად შეიძლებოდა მისი დანიშვნა ინსპექტორად.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიისა და საბავშვო ბაღის ზედამხედველ ე. დ. კოსტენკოს შინაური განათლება ჰქონდა მიღებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი მაისის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ ივანე ანდრონიკაშვილი წერს ვასილ რცხილაძის გარდაცვალების შესახებ. ის აღწერს მის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებსა და დამსახურებებს ქართველი ხალხის წინაშე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ დაბეჭდილი თეოფანე ზემო აკეთელის წერილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრ სიმონ ხუხუნაიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 აპრილს პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ვ. ბერიძის ბინიდან ყაჩაღებმა 13 ათასი მანეთი ფული და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ მუშათა დემოკრატიული კლუბის (რომელიც იმ დღეებში უნდა გახსნილიყო) გამგეობამ მადლობა გადაუხადა სოსო გედევანიშვილს, რომელმაც კლუბს მცხეთაში თავისი სახლი, ბაღით, ერთი წლით უფასოდ დაუთმო. .

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის პირველ სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ექიმი ბუდუ წულუკიძე და მისი შვილი ბერლინის დასავლეთ სექტორში ცხოვრობდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, საინჟინრო-ტექნიკური ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა სამხედრო მინისტრს უმაღლესი სამხედრო-ტექნიკური განათლების განვითარების საჭიროების შესახებ მოხსენება წარუდგინა, რომელიც საავტომობილო და საჰაერო საქმის სპეციალისტთა კადრების მომზადებას ითვალისწინებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა ხარიტონ ვარდოშვილის ლექსი „ჩემი სოფელი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ სამტრედიიდან დაბრუნდა საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ხელაძე, რომელსაც დავალებული ჰქონდა რაიონის რკინიგზელთა კავშირის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის მოგვარება.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს ლონდონის მთავრობის კაბინეტში ჯორჯ ნათანიელ კერზონს საქართველოს საკითხის გარშემო დიდი დავა ჰქონდა. იგი საქართველოსთვის დახმარების მიცემის საჭიროებას იცავდა, მას ეწინააღმდეგებოდა ბრეკენჰედი იმ მიზეზით, რომ კერზონს არ ჰქონდა საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ მეტი ინფორმაცია. მას ამ საკითხში მხარი არ დაუჭირეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ რედაქციამ ხონის რაიონული კომიტეტისგან რაფიელ ჩიხლაძის ობლების დასახმარებლად 1000 მანეთი მიიღო, რომელიც შეგროვდა განსვენებულის მეგობრის, დავით კაკაბაძის სურათების გაყიდვით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში უნდა გადაეხადათ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილე. მის შემოქმედებაზე მოხსენებას წაიკითხავდა გ. ლეონიძე, მონაწილეობას მიიღებდნენ კოტე მაყაშვილი, დუტუ მეგრელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ., იუწყება „ერთობა“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ნოემბრის განათლების მინისტრის N 79 ბრძანებით, გერმანე პავლეს ძე ბარახი რუსული კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორად და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგად დამტკიცდა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს გიორგი საჯაია და დათიკო ბერძენიშვილი ალექსანდრე ფაჩულიას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში აპირებდნენ ჩასვლას. სხვა ქართველებს რუსების სექტორში გადასვლა არ შეეძლოთ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 აგვისტოს ბათუმის ქალაქისთავად დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე აირჩიეს.