რეგისტრირებული ფაქტები85260
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბერს გამართულ ფოთის რაიონის კავშირთა და დარგთა წარმომადგენლების კონფერენციაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ჟღენტი, მდივნად – ლაზ. ძიმისტარიშვილი. სპეკულაციასთან ბრძოლისა და ფოთში მუშათა კონტროლის საკითხზე მოხსენებით გამოვიდა შრომის სამინისტროს რწმუნებული ე. ქორქია, რომელმაც აღნიშნა, რომ სურსათ-სანოვაგის ხელოვნური გაძვირება ბაზარზე სპეკულაციით იყო გამოწვეული.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობა“ წერდა, რომ საფრანგეთის წარმომადგენლის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, კონსულმა ნეტემანმა დე მარტელისგან ვრანგელის მთავრობასთან საფრანგეთის უმაღლეს კომისრად დანიშვნის შესახებ ცნობა მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აგვისტოს ზნაკვის საზოგადოების კომისარიატში მოწვეულ საზოგადოების მიტინგზე პროპაგანდისტმა პ. საღარაძემ საქართველოს თანამედროვე საგარეო და საშინაო მდგომარეობაზე მოხსენება წაიკითხა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის ოპერაციის მომწესრიგებელი საგანგებო სათათბიროს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ: სათათბიროს თავმჯდომარე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ს. ავალიანი, მიწათმოქმედების მინისტრი ნ. ხომერიკი, სათათბიროს წევრები: მომარაგების მინისტრი გ. ერაძე, სახელმწიფო ბანკის მმართველი იას. ლორთქიფანიძე.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობა“ სახალხო გვარდიის პირველ ბატალიონში მყოფი, 17 წლის ვარდისუბნელი მიხეილ ილარიონის ძე ქადაგიშვილის დაკარგვის შესახებ წერდა და მნახველს ინფორმაციის მამისთვის შეტყობინებას სთხოვდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ საავიაციო გუნდის უფროსი ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავის, კაპიტან გრიგორი ვასილის ძე მალაშხიას გარდაცვალების შესახებ წერდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 სექტემბერს თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების წევრები – პ. წულაია და ერ. კალაძე, რომლებიც გზათა კომისრის დავალებით ოსეთის სამხედრო გზის და საქართველოს სამხედრო გზატკეცილების დასათვალიერებლად იყვნენ გაგზავნილები. მათ დანარჩენი გზებიც უნდა დაათვალიერონ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 26 სექტემბერს შეიარაღებული ბოროტმოქმედები სოფელ დმანისში ხორბლის საყიდლად ჩასულ ლტოლვილებს თავს დაესხნენ და გაძარცვეს. ერთი მათგანი, სანდრო დილიშვილი, თან წაიყვანეს და გამოსასყიდად 10 ათასი მანეთი მოითხოვეს, თუმცა დილიშვილი სატუსაღოდან გაიქცა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ სამხედრო-საველე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი ალექსი მორბენაძის სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეიცვალის შესახებ წერდა.
1929
ტიპი: გარდაცვალება
1929 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ქართველი ქალი პისტი დოლიძისა სამზარეულოში საქმიანობდა, კაბაზე ცეცხლი მოეკიდა და ცოცხლად დაიწვა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს საფრანგეთში ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილმა თეძოს ძვლის დაზიანება მიიღო, რის გამოც 3 თვე საავადმყოფოში წოლა მოუწევდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ წერს, რომ სამხედრო მინისტრის მოხსენების საფუძველზე მთავრობამ დაადგინა, კავკასიის ლაშქრის ზურგს უკან მყოფი სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარის, გენ. კლიშევსკისა და მისი მდივნის, ნემიროვსკისთვის ათმილიონიანი ფონდიდან სალიკვიდაციო შემწეობად ათას-ათასი მანეთი მიეცა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 21 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ სიღნაღის მაზრაში ალ. სარაჯიშვილის მკვლელები შეიპყრეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 იანვარს საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობაზე ხელოვნების მუშაკთა კონფერენციისთვის აირჩიეს შემდეგი დელეგატები: პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო აბაშელი, ტიციან ტაბიძე, სოლომონ თავაძე, კონსტანტინე გამსახურდია და ია ეკალაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 იანვარს ხელოვნების სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობა ტიციან ტაბიძის თავმჯდომარეობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ჯამილიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს საერთაშორისო რკინიგზის აღდგენასა და კავკასიის გზაზე სამგზავრო და საბარგო მატარებლების მოძრაობის მოწესრიგებაში დახმარება სთხოვა. მინისტრის პასუხის თანახმად, მატარებლების წესიერი მიმოსვლა აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლის, ჯაფაროვის დაბრუნებისთანავე უნდა აღდგენილიყო.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 5 სექტემბრის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ვაცლავ იანის ძე როშკოვსკი სამსახურში გამოუცხადებლობის გამო კავკასიის მუზეუმის უმცროსი მცველის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის რუსული სიტყვიერებისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა.