რეგისტრირებული ფაქტები81216
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ნოემბერს ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორს ამავე წლის 3 ოქტომბრის N55 შუამდგომლობაზე განათლების სამინისტრომ უპასუხა, რომ სკოლის ფერშლად პეტრე მაღაევი დაინიშნა 2 ოქტომბრიდან. დოკუმენტს ხელს აწერდნენ მთავარგამგე ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ოქტომბერს გორის სამაზრო ერობის გამგეობას უგზავნიან ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის შუამდგომლობას N55-ით და მასთან დართულ მაღაევის თხოვნას მიწერ-მოწერის უკან დაბრუნების და საქმესთან დაკავშირებით აზრის შეტყობინების შესახებ. ხელს აწერენ: მთავარგამგე გ. ჭუმბურიძე და საქმის მწარმოებელი კ. აბაშიძე. ფანქრით არის მიწერილი სხვა თარიღი 20.10.1919.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ნოემბერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ 1-ელი ოქტომბრიდან ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლის ფერშლად პეტრე მაღაევი დანიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ოქტომბერს დაბალი სკოლების მთავარგამგეს N9774 მიწერ-მოწერაზე უპასუხეს, რომ გორის სამაზრო ერობის გამგეობას არაფერი აქვს საწინააღმდეგო პეტრე მაღაევის ჯავის უმაღლეს პირველდაწყებითი სკოლის ფერშლად დანიშვნაზე. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ხახუტაშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 ოქტომბერს ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ხელმძღვანელებს მისწერეს, რომ თუ ჯავის სასწავლებელში მშობლიურ (ოსურ) ენაზე სწავლა შეუძლებელი იყო, მაშინ სახელმწიფო ენაზე უნდა ეწარმოებინათ სასწავლო პროცესი, რადგან სახელმწიფო ენა სავალდებულო იყო. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 16 მარტს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი მათი საერთო საქმის მოსაგვარებლად რომში გემით აპირებდა გამგზავრებას.
1948
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1948 წლის 27 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საზოგადოება ხშირად განიხილავდა ომის საფრთხეს, თუმცა, მისი ვარაუდით, ორი წლის მანძილზე ცუდი არაფერი მოხდებოდა.
1948
ტიპი: ავტორობა
1948 წლის 27 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ამერიკელების ზეგავლენით ესპანეთში გერმანიიდან და იტალიიდან არავის უშვებდნენ. იქ მყოფი ცნობილი ფაშისტები და ნაციონალ-სოციალისტები სამხრეთ ამერიკაში გაგზავნეს. გადასახლების პროცესში ამერიკელებს ესპანელები დაეხმარნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე ანანიაშვილის მასწავლებლად დანიშვნის საკითხი განიხილეს. გრიგოლ ნათაძეს ანანიაშვილის ცოდნის შესამოწმებლად კომისიის შექმნა დაევალა.
1948
ტიპი: ორგანიზაცია
1948 წლის ოქტომბერში შალვა მაღლაკელიძე რომში არსებულ ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაცია „იაფარში“ გაწევრიანდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 20 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სკოლათა მთავარგამგის მოხსენება სამინისტროსა და ერობათა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საგანგებო კომისიის მიერ შემუშავებული გეგმა. მიიღეს მცირედი შესწორებით. სამინისტროს წარმომადგენლად ერობის ყრილობაზე დაინიშნა დაბალ სკოლათა გამგე გ. ა.ჭუმბურიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 20 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ სამსონიასათვის ქართული საბავშვო ბაღის გახსნის ნებართვის შესახებ. ნება მიეცა თბილისში ბაღის გახსნისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე და კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის საბჭოს 1919 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მოისმინეს სამინისტროსა და ერობათა ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. დაადგინეს: დამოკიდებულების გამოსარკვევად მოეწვიათ კომისია დაბალ სკოლათა მთავარგამგის თავმჯდომარეობით, კომიიის წევრებად კი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. დიმიტრი უზნაძე, პარლამენტის სასკოლო კომისიის თავმჯდომარე ლეო ნათაძე, პარლამენტის წევრი, მასწავლებელი ნიკოლოზ ცინცაძე, I ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე და მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე აირჩიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 13 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სოხუმში ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გახსნის საკითხი. დაადგინეს: დოლინსკისა და გიორგობიანს მიეცეთ კერძო უუფლებო ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გახსნის ნება იმ პირობით, რომ შეიტანონ 15 00 მან. საწინდარი, რომელიც სასწავლებელთა საჭიროებას უნდა მოხმარდეს, თუ ვინიცობაა, ისინი დაიხურა.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის საბჭოს 1919 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მოისმინეს VII ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის, ნ. ნ. ჩიგოგიძის მოხსენება პამპალოვის რეალური სასწავლებლის რევიზიის შესახებ. დაადგინეს: მოწმობების მისაღებად გამოცდები ჩატარდეს სამინისტროს დეპუტატის თანდასწრებით, დაბალ კლასებში – განათლების სამინისტროს თანდასწრებით; მიმდინარე წელს აუცილებლად შემოიღონ სახელმწიფო ენის სწავლება არაქართველთათვის მოსამზადებელ კლასში, ქართველებისთვის – ყველა კლასში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 ოქტომბერს დაბალი სკოლების მთავარგამგეს სთხოვენ აცნობონ რა ენაზე უნდა სწარმოებდეს სწავლა ჯავის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში. ხელს აწერენ გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ხახუტაშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 28 ივლისს ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერეს პასუხი დამფუძნებელი კრების სახალხო კომისიის წინაშე აღძრულ შუამდგომლობაზე – მიმდინარე წლის 7 იანვრის, N 35. აუწყეს, რომ სახალხო განათლების სამინისტროს დრო სჭირდებოდა, რათა სამშენებლო ფონდისთვის თანხა მოეძიებინა, ამიტომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 აპრილს სახალხო სკოლების ინსპექტორ ვასილ ჯაფარიძეს მისწერეს, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რევიზიის შედეგი დაუყოვნებლივ წარედგინა განათლების სამინისტროში. ხელს აწერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ნოემბერს თელავის გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს წერენ, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიის მასწავლბელთა სიაში, რომელიც წარმოადგინა სამინისტროს იმავე წლის 21 ოქტომბერის N2115 მოთხოვნილების თანახმად, საჭიროა აღნიშნული იყოს ცენზი და სათანადო საბუთები. ასევე, აუწყებენ, რომ ამის პასუხად მათ ქაღალდისა, რომელიც აღნიშნულია იმავე წლის 20 ნოემბრის N51, სთხოვენ წარმოადგინონ მასწვლებელთა სრული სია ზემოთაღნიშნული ცნობების დამატებით. ხელს აწერენ: მთავარი გამგე გ. ნათაძე, საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.