საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81218

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 აპრილს სახალხო სკოლების ინსპექტორ ვასილ ჯაფარიძეს მისწერეს, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რევიზიის შედეგი დაუყოვნებლივ წარედგინა განათლების სამინისტროში. ხელს აწერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ნოემბერს თელავის გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს წერენ, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიის მასწავლბელთა სიაში, რომელიც წარმოადგინა სამინისტროს იმავე წლის 21 ოქტომბერის N2115 მოთხოვნილების თანახმად, საჭიროა აღნიშნული იყოს ცენზი და სათანადო საბუთები. ასევე, აუწყებენ, რომ ამის პასუხად მათ ქაღალდისა, რომელიც აღნიშნულია იმავე წლის 20 ნოემბრის N51, სთხოვენ წარმოადგინონ მასწვლებელთა სრული სია ზემოთაღნიშნული ცნობების დამატებით. ხელს აწერენ: მთავარი გამგე გ. ნათაძე, საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

თელავის სომხური გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის (1918 წლის 7 ნოემბერს) 26 ოქტომბრის N22-ით მიწერილი წერილის პასუხად აცნობეს, რომ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარი გამგის განკარგულებით, ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული არ იციან მიღებულ იქნან გიმნაზიაში ერთი წლის ვადით მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში ისინი უეჭველად მოემზადებიან მშობლიურ ენაზე სწავლის გაგრძელებისთვის. ხელს აწერდნენ: კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ღვინობისთვეს თელავის ქართველთა საზოგადოების წევრთა კრებაზე მიღებული რეზოლუციის ოთხ საკითხთაგან მეოთხე საკითხი. სომხების გიმნაზიას უკვე აქვს საკუთარი შენობა, რომელშიაც მოწყობილია 4 კლასი, სადაც თამამად შეიძლება მოეწყოს სწავლა მეორე წყებად ისე, როგორც ეს არის მოწყობილი ქართულ გიმნაზიაში. ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე ალ.ვახვახიშვილი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე. (ფანქრით მიწერილია თარიღი-6.10.1918)

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ღვინობისთვეს თელავის ქართველთა საზოგადოების წევრთა კრებაზე მიღებული რეზოლუციის ოთხ საკითხთაგან მესამე საკითხია. მხედველობაში უნდა მიეღოთ ისიც, რომ სომხების გიმნაზიის გადატანა ერეკლეს დარბაზში(თუნდაც ოთხი კლასისა)გამოიწვევდა დიდ აღელვებას ქართველთა საზოგადოებაში, რომელსაც შეიძლება ექსესები მოჰყოლოდა. ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე ალ.ვახვახიშვილი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ღვინობისთვეს თელავის ქართველთა საზოგადოების წევრთა კრების მიერ მიღებული რეზოლუციის ოთხ საკითხთაგან მეორე საკითხია. თელავში წმ. ნინოს სასწავლებლის გარდა არსებობს სხვა სასწავლებლები, როგორც მაგ: ვაჟთა გიმნაზია, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, 2 კლასიანი სასწავლებელი და სომხების 4 კლასიანი სასწავლებელი, სადაც სულ ადვილად შეიძლება სომხების მოთავსება-სადილს უკან მეცადინეობა. ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე ალ.ვახვახიშვილი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ღვინობისთვეს თელავის ქართული საზოგადოების კრების მიერ მიღებული რეზოლუციის ოთხ საკითხთაგან პირველი არის, რომელიც უკავშირდება სომხის გიმნაზიის მოთავსებას წმ. ნინოს სასწავლებელში. კრებამ დაადგინა, რომ ეთხოვოს განათლების მინისტრს სომხების გიმნაზიისთვის გამოინახოს სხვა შენობა და არა წმ. ნინოს სასწავლებელი იმ მოსააზრებით, რომ წმ. ნინოს სასწავლებლის შენობა და მთელი მისი კარმიდამო შეადგენს ძვირფას განძს, რომლის შენახვასა და დაცვას მუდამ უნდა სცდილობდეს საზოგადოება. ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე ალ. ვახვახიშვილი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ოქტომბერს გამართულ თელავის ქართველი საზოგადოების წევრთა კრებას 60 კაცი დაესწრო. კრების თავმჯდომარემ, ალექსანდრე ვახვახიშვილმა ოთხსაკითხიანი რეზოლუცია მიიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება თელავის გიმნაზიის არაქართველი მოწაფეების შესახებ. დადგინდა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყველა საშუალო სასწავლებელი შემოსავლით შეენახათ, ასევე თელავში მცხოვრები არაქართველი მოქალაქეებისთვის მიეცათ ცალკე გიმნაზიის გახსნის ნება, თუ თავისი საშუალება არ ეყოფოდათ, დახმარების შესახებ საკითხი შემდეგში განეხილათ. სხდომის ჩანაწერს ხელს აწერს საქმის მწარმოებელი კ.აბაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება თელავში არაქართველთათვის გიმნაზიის გახსნის შესახებ. 1918 წლის 21 ოქტომბრის განათლების მინისტრის მოადგილის დადგენილების თანახმად, გიმნაზიის დირექტორს გაკვეთილების კვირეული განაწილება და სამუშაო გეგმა გაეგზავნა. განკარგულებას ხელს კანცელარიის დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე აწერდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

თელავის სომხური გიმნაზიის დირექტორს 1918 წლის 30 ოქტომბრის N3, 4, 8, 9, 10 შუამდგომლობის პასუხს სწერენ გიმნაზიაში ანა ანდრიას ასული კაკულიას, ზინაიდა ფილიფეს ასული ტროცკის, მარიამ არტემის ასული ლუარსაბიანის, ვერა ფილიპეს ასული გოზნიაკის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. ასევე, ნინო ბეგლარის ასული ხითაროვის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარედ და მასწავლებლად დამტკიცების შესახებ სასწავლებელში. სამინისტროს კანცელარია აცნობებს, რომ საჭიროა ყველა პირის დოკუმენტების წარდგენა სამინისტროში. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორის ნაცვლად მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.

ტიპი: ღონისძიება

თელავში წმ. ნინოს სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს პირი თელავის ქალაქის თავს წერს, რომ სამინისტროს საწინააღმდეგო არაფერი აქვს თავისუფალ საათებში სომეხთა გიმნაზიას დაეთმოს სასწავლებლის შენობა.ეს საკითხი მოეგვარებინათ ქალაქის თავთან შეთანხმებით. 1918 წლის 24 ოქტომბერს ხელს აწერს განათლების მინისტრი გ.ლასხიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 ოქტომბერს ქალაქის რწმუნებულ ანდრონიკაშვილს სამინისტრომ ნება დართო, წმ. ნინოს სასწავლებლის შენობაში სომხების გიმნაზიას შუადღის შემდეგ ოთხი ოთახი დათმობოდა. დოკუმენტს ხელს აწერს ალექსანდრე მიქაბერიძე.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 21 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ენრიკო ინსაბატო საერთო საქმისთვის ინფორმაციის მოძიებას მონდომებით ცდილობდა. შეატყობინა, რომ ვიქტორ ნოზაძე ბუენოს აირესში იყო და სტამბაში სამუშაოს ვერ შოულობდა.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის 21 მაისს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს გაუგზავნა გაზეთები: „პრავდა“, „იზვესტია“ და „ოგონიოკი“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიიდან საფრანგეთში გადასასვლელი ვიზის მიღებაში ირაკლი ბაგრატიონი და ენრიკო ინსაბატო ეხმარებოდნენ.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი ნოემბერში მასთან ჩასვლას აპირებდა, რადგან თავად ვერ მიდიოდა მადრიდში.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 24 ივნისს რომში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი ესპანეთში ქართული პოლიტიკური კომიტეტის დაარსებას აპირებდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 24 ივნისს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, მისი საქმიანობის შესახებ მიეწერა. გაიოზ მაღლაკელიძე „ექსპოსა“ და „აღმოსავლეთის ბროშურის“ ფუნქციონირების საკითხებით იყო დაინტერესებული.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 5 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მუოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონს შეხვდა. დაჰპირდა, რომ მათი საუბრის დეტალებზე ერთ კვირაში მისწერდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის პირველ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს იტალიიდან გაუგზავნა მისალოცი ბარათი და 30 წლის შესრულება მიულოცა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 12 დეკემბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს გერმანიაში ორი წერილი გაუგზავნა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეხებოდა. დაჰპირდა, რომ ჩეჩნეთის შესახებაც გაუგზავნიდა მასალებს.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 12 დეკემბერს რომში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მისი ვიზის სამოქმედო ვადის გასახანგრძლივებლად გერმანიიდან კორესპონდენტის ბარათი გაეგზავნა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შობის მისალოცი ბარათი იტალიიდან გაუგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს რკინიგზის სასწავლებელთა ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების საკითხი. დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მიანდეს ამ საკითხზე მოხსენების შედგენა მთავრობაში წარსადგენად.