რეგისტრირებული ფაქტები85260
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მთავარი კომიტეტის პლენარულ კრებაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე მაყაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეებად – ტიციან ტაბიძე და აკაკი ფაღავა და წევრებად – ვახტანგ კოტეტიშვილი და ვალერიან რუხაძე.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ახალ მწერალთა კავშირის საბჭომ მთავარ კომიტეტში წარმომადენლებად აირჩია პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ვახტანგ კოტეტიშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კოლაუ ნადირაძე აწარმოებდა მოლაპარაკებას რ. ს. ფ. ს. რ.-ის წარმომადგენელთან თეოდორე დოსტოევსკის ხელნაწერების შეძენის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 თებერვალს სოფ. ბაზალეთში ჩატარდა მიტინგი, სადაც მენშევიკების მხრიდან გამოდიოდა ისიდორე რამიშვილი, ხოლო ბოლშევიკებისა – თედო შუშიაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის, გიორგი კვიტაშვილის წერილი, რომელშიც იგი ონის გიმნაზიის მოსაწყობად გაღებული შეწირულობისთვის მადლობას უხდის შემდეგ პირთ: სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძეს, რაჟდენ ყარამანის ძე დათეშიძეს, ალექსანდრე მიხეილის ძე ჯაფარიძეს, ვარლამ ლავრენტის ძე კანდელაკს, ალექსანდრე გიორგის ძე ბაქრაძეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანაშემწე ქარცივაძემ ბორჩალოს მაზრაში ადმინისტრაციულ დაწესებულებათა რევიზია ჩაატარა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თბილისიდან დუშეთის მაზრაში ბოლშევიკებმა პარტიის აგიტატორები – თედო შუშიაშვილი, ნესტორ ცერცვაძე და ფოფხაძე გაგზავნეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს ოზურგეთელ გვარდიელთა სიას, რომელთაც შტაბი დაეხმარა: სამსონ ხურციძე, დათიკო პავლოვი, დავით ჭანუყვაძე, არსენ ქავჯარაძე, დათიკო სურგულაძე, ვატა ხავთასი, ალექსანდრე კუნჭულია, ილიკო ვადაჭკორია, ეპიფანე დარჩია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს იმ გვარდიელთა სიას მუხურის თემიდან, რომელთაც შტაბი დაეხმარა: ზოსიმე ფირცხალაიშვილი, ივაკი ფირცხალაიშვილი, კალისტრატე იმნაიშვილი, ქრისტეფორე იმნაიშვილი, იოსებ დოლიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ლუიზა ჰენრიხის ასული ჰორნიგი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ალექსანდრე ნიკიტას ძე მირზოიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ფეოდოროვი თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დანიშნულია დავით კაკაბაძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით გოკიელი-საბაშვილისა თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ფრანგულის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ვლადიმერ დიმიტრის ძე მიშკინი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით სატენიკ კირაკოსის ასული ვანციანი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში სომხური მოსამზადებელი კლასების ხელმძღვანელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დანიშნულია თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში ვლადიმერ სოსელია ქართული ენის პედაგოგად
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 1-ელი ოქტომბრის ბრძანებით ვალერიან სიმონის ძე ჯაფარიძე სოხუმის რელური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.