რეგისტრირებული ფაქტები90017
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ თავად ივანე დადიანის განცხადება სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანისთვის მადლობის გამოცხადების შესახებ მხედველობაში მიეღოთ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ნატალია ფარნაოზის ასულ ჟორდანიას, ლეონტი ნესტორის ძე რევიას, ელენე ისიდორეს ასულ რამიშვილის, დავით სოკრატის ძე სულიაშვილის, ბესარიონ ნესტორის ძე სვანიძის, ანა ილიას ასულ სოლოღაშვილის, მიხეილ იაკობის ძე ტყავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და ალექსანდრე გიორგის ძე ტატიშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1916
ტიპი: განათლება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ირაკლი ილიას ძე ტატიშვილის, ნიკოლოზ ივანეს ძე უსენაშვილის, გრიგოლ ნიკოლოზის ძე ფატარიძის, შალვა დავითის ძე ფურცელაძის, ელენე დავითის ასულ ღოღობერიძის, ტერენტი ეგნატეს ძე ყურაშვილის, კონსტანტინე იაკობის ძე შხვაცაბაიასა და ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ბიქტორ ივანეს ძე შალიკიანის, მიხეილ კალისტოს ძე შავიშვილის, ნიკოლოზ ესტატეს ძე შატბეროვის, ვლადიმერ კიმოთეს ძე შელიას, ეფრემ ალექსანდრეს ძე ჩახუნაშვილის, დავით გიორგის ძე ჩადუნელის, გიორგი გრიგოლის ძე ჩარექაშვილისა და ვერა ნაუმის ასულ ჩიგოგიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლაიფციგის ქართველი სტუდენტების თხოვნა წიგნებით დახმარების თაობაზე. მათი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

