რეგისტრირებული ფაქტები80048
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივნისს რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მაყაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, სამსონ დადიანი და სოსიპატრე ასათიანი საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ს. ჯაფარიძემ სხდომის რეზიუმირებისას განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა შერეული ტიპის – ფრანგულ-შვეიცარულ სისტემას. სასურველი იყო ჩამოყელიბებულიყო შვეიცარული ტიპის ერთპალატიანი პარლამენტი. პრეზიდენტს განსაკუთრებული უფლებებით არ უნდა ესარგებლა. სამინისტროებს უნდა ჰქონოდა აღმასრულებელი ფინქცია და შეესრულებინა ის, რასაც პარლამენტი დაადგენდა. აღმასრულებელი უფლება იზღუდებოდა ადგილობრივ თვითმართველობათა უფლების გაფართოებით. დანაშაულის დროს თუ არ გადადგებოდა სამინისტრო, მიეცემოდა სამართალში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გიორგი გვაზავა ნოე ჟორდანიას აზრს დაეთანხმა. გვაზავას მიაჩნდა, რომ სამხედრო საქმეში აუცილებელი იყო მთავრობის სიმტკიცე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რ. არსენიძემ განაცხადა, რომ არ უნდა შევეხოთ საკითხს განყენებულათ. შერეული სისტემა უნდა დაედვას საფუძვლად. დემოკრატიის დამახასიათებელია ადგილობრივ საკითხების გადაჭრა ხალხის მიერ. ცენტრალური აღმასრულებელი უფლება შესუსტებული იქნება მოხელეთა არჩევნებით ადგილობრივ. სამინისტროს პრინციპი უნდა იყოს საქმიანობის პრინციპი. მოქმედი მთავრობაა საჭირო. ამერიკული სისტემა უვარგისია. უნდა ავირჩიოთ საშუალო ტიპი. ზოგიერთ კითხვებში არ ეწინააღმდეგება რეფერენდუმის შემოღებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანიას განცხადებით კონსტიტუციის თემაზე რეფერენდუმი საქართველოსთვის შეუფერებელი იყო. რეფერენდუმი აადვილებდა საქმეს, რადგან ის გახდებოდა კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვის იარაღი, რაც არასასურველი იყო ქვეყნისთვის. კონსტიტუციის რევიზია პარლამენტს ხმათა უმრავლესობით(2/3-ით) უნდა მოეხდინა. სამინისტროები უნდა ყოფილიყო არა პოლიტიკური, საქმიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ თანამედროვე პირობებში საქართველოში რეფერენდუმის საჭიროება უარყო, რადგან ხალხი ამით გონივრულად ვერ ისარგებლებდა და ამას სხვადასხვა პოლიტიკური ავანტიურისტები სათავისოდ გამოიყენებდნენ. მისი აზრით, უნდა გამონახულიყო შუალედური ტიპი საპარლამენტო და პირდაპირ დემოკრატიას შორის. მთავრობა უნდა ყოფილიყო არა პოლიტიკური, არამედ საქმიანი. აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა შესუსტებულიყო და დამორჩილებოდა საკანონმდებლოს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მეთაურმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ სახელმწიფო მოწყობის შვეიცარიული სისტემა დაიცვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სისტემას იმ მხრივ მიანიჭეს, რომ ის სპობდა მთავრობის კრიზისებს, რაც ასუსტებდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ერთხელ არჩეული მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში შეურყევლად მუშაობდა და დამოკიდებული არ იყო ნდობა-უნდობლობის ვოტუმზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წაიკითხა მოხსენება დემოკრატიული რესპუბლიკის სხვადასხვა ფორმის შესახებ. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, მაგრამ როგორი ტიპის უნდა იყოს იგი. დემოკრატიის სამგვარი ფორმა არსებობს: ამერიკული – უფლება-განაწევრებული დემოკრატია, ფრანგული – პარლამენტარული დემოკრატია და შვეიცარიული – პირდაპირი დემოკრატია. პირველი ემყარება უფლებათა გაყოფის პრინციპს. უფლებები ეთანხმება ერთმანეთს კოორდინაციის წესით; პარლამენტარული დემოკრატია გაურბის უფლებათა შერევის პრინციპს. აქ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მინისტრები მონაწილეობენ საკანონმდებლო პარლამენტში. მოქმედებს ნდობა-უნდობლობის ვოტუმი. პრეზიდიუმს არა აქვს ვეტოს უფლება, აქვს ქვემო პალატის გაშვების უფლება სენატის თანხმობით; შვეიცარიული ტიპის დემოკრატია ემყარება უფლებათა სხვადასხვაობას, მაგრამ უფლებათა შორის არსებობს სუბორდინაცია და არა კოორდინაცია. არის კანონდებლობითი რეფერენდუმი და ხალხური მართვა-გამგეობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უნდა შეიმუშაონ დემოკრატიული კონსტიტუცია მესამე ტიპის მიხედვით იმ შესწორებითა და ცვლილებით, რომელსაც თხოულობს ადგილობრივი მდგომარეობა და ხალხის ცხოვრება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი გვაზავა, სერგო ჯაფარიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, პავლე საყვარელიძე, რაჟდენ არსენიძე და კონსტანტინე მაყაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს სამსონ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: ლეო ნათაძე, კონსტანტინე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე, რაჟდენ არსენიძე, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი მარიამ ჩხეიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: გიორგი ნანეიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სპირიდონ კედია და მდივანი პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ნოემბერს გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის კანონპროექტის შემუშავების საკითხი. მთავრობაში მოქალაქეობის ორი კანონპროექტი იყო წარდგენილი — იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისა და სერგო ჯაფარიძის მიერ შედგენილი. მთავრობამ ჯაფარიძის პროექტი მოიწონა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ნოემბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: გრიგოლ რცხილაძე, ივანე ჩერქეზიშვილი, ირაკლი წერეთელი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გიორგი ნანეიშვილი, დავით ჩიქოვანი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. მათ განიხილეს გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ, მასში ცვლილებები შეიტანეს და ზოგი მუხლი გამოტოვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, სამსონ დადიანი, დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე უნდა განეხილათ, გამოეცათ თუ არა სვიმონ კლდიაშვილის მიერ თარგმნილი საფრანგეთის კონსტიტუცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი, დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი პავლე საყვარელიძე.