რეგისტრირებული ფაქტები80197
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი დაინიშნა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო მისიის წევრად საქართველოში. მას საგანგებო საქმეთა გამგებლობა დაავალეს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის აპრილში ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თარხანოვი ბინაში აღმოჩენილი ბოლშევიკური სტამბის გამო მილიციამ დააპატიმრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში ნიკოლოზ თარხანოვის ბინაში აღმოაჩინეს ბოლშევიკების სტამბა, სადაც პროკლამაციები, საბეჭდი მასალა და სხვადასხვა ნივთი ინახებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარმა შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ მონასტრისთვის ნება მიეცათ, გაეყიდა ქალაქ სოხუმში, მიხეილისა და ოლგას ქუჩაზე მდებარე მისი კუთვნილი მამული. საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დასკვნის თანახმად შსს მინისტრმა თხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებლად მიიჩნია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონსტანტინოპოლში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილება შესაძლოდ ცნო და დენიკინის მიერ გადასახლებულ ყუბანის რადის წევრებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მისცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სახელმწიფო თეატრმა ნინა კოშიცის გამოსამშვიდობებელ გასტროლს უმასპინძლა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველ აპრილს ვარლამ ძიძიგური ახალციხის ერობის რწმუნებულად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
მესხეთ-ჯავახეთის სახალხო ყრილობა დეპეშით მიესალმა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და დახმარება აღუთქვა იმ ბრძოლაში, რომელიც მას ისტორიამ დააკისრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს მეორე ქართულ კლუბში ბელეტრისტ ვასილ ბარნოვის საიუბილეო საღამო გაიმართა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 მარტს თბილისის ჟურნალისტების კრებაზე ო. ბუკშტეინი თავმჯდომარედ აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 აპრილის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საზღვარგარეთიდან თბილისში ჩამოვიდა ცნობილი პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე მიხაკო წერეთელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 აპრილს სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა მიხეილ ნანობაშვილის მეორე გასტროლს, წარმოადგინეს ბალეტი „გუგენოტები“.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის აპრილში თავდასხმისას სასიკვდილოდ დაჭრილი რუბენ საფაროვი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის აპრილში სასახლის ქუჩაზე, ქართული კლუბის პირდაპირ, უცნობმა პირმა სასიკვდილოდ დაჭრა რუბენ საფაროვი. თავდამსხმელი მიიმალა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 25 მარტს ნოე ჟორდანიამ თავის მოხსენებაში განაცხადა: „პრინციპულად ბოლშევიკები სცნობენ ერთა თვითგამორკვევას, მაგრამ პრაქტიკულად დღევანდლამდის მათი დამოკიდებულება ჩვენთან ისეთია, როგორც იყო მოხალისეების მხრიდან, როგორც მოხალისეები არ გვცნობდნენ... მათ როგორც წინათ არ სურდათ მენშევიკებთან მეგობრობა, არც ახლა სურთ“.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, აღბულაღის თემის თავმჯდომარემ თაბუკაშვილმა თბილისის ერობის გამგეობას წარუდგინა სოფლების: ვაკის, ქსოვრეთის, ამრამეთის, ბუჟურელეთის, ტბისის, გოლთეთის, ჩხიკვთა, აგრითის და ჭალის მოსახლეობის აღბულაღის თემთან შეერთების მოთხოვნა. ასევე, ივრის გერმანული თემის მაცხოვრებლები მოითხოვდნენ „მარიენფილდის“ სახელწოდებით ერთ ახალშენად გაერთიანებას. თბილისის ერობის გამგეობამ დღის წესრიგში დააყენა ორივე საკითხი განხილვა.
1920
ტიპი: ავტორობა
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 მარტის სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ეფრემის ძე ონიაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი სამაზრო-სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის შემოღების შესახებ. მაზრისა და რაიონის კომისრის ნაცვლად დამტკიცდა მაზრისა და რაიონის მილიციის უფროსის თანამდებობები.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 30 მარტს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომას ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართულმა მუსიკალურმა საზოგადოებამ კონსერატორიაში კამერული საღამო გამართა ვოლტერ ლევიცკისა და მუსიკალური კვარტეტის მონაწილეობით.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის დეკემბერში ძეგვის ხიდის აფეთქებაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ინჟინერ გ. ლ. შმაგილოვს და მ. კუჩარიანცს მიესაჯათ დახვრეტა, ხოლო ბრალდებული კურილიანი გაამართლეს. ბრალდებულებს სამი კვირის განმავლობაში ჰქონდათ საკასაციო გასაჩივრების უფლება.