რეგისტრირებული ფაქტები80193
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს ზუბალაშვილის სახალხო სახლში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოსა და ყველა პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა შეერთებული სხდომა შედგა. სხდომამ მოისმინა მოხსენებები აზერბაიჯანში საბჭოთა მთავრობის გამოცხადების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს გაიმართა ხალხთა ლიგის საქართველოს საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე დავით ღამბაშიძე იყო.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის აპრილში გურიაში ცნობილი კომუნისტი და ოქტომბერ-ნოემბრის აჯანყების მეთაური თევდორე კალანდაძე დააპატიმრეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში ამაღლების ქუჩაზე აღმოაჩინეს ტერორისტ კომუნისტთა ორგანიზაცია, რომლის მეთაური იყო პანტელეიმონ კვინტრაძე. ორგანიზაციის შემოწმებისას იპოვეს პარიკები, ყუმბარები, მაუზერები და 4 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართულ კლუბში ვანო სარაჯიშვილის მონაწილეობით ნინო ფავლენიშვილის კონცერტი გაიმართა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის აპრილში განსაკუთრებულმა რაზმმა აღმოაჩინა მეხუთე ბატალიონის ცეხგაუზიდან მოპარული დაახლოებით 300 000 მანეთის ღირებულების საქონელი. ქურდი აღმოჩნდა მეშვიდე ბატალიონის ჯარისკაცი ცანავაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ბაქოში ვიზიტად გაემგზავრა საქართველოს მთავრობის სამხედრო მისია გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა მიშელ დარიალი-ნანობაშვილის მეხუთე გასტროლს, წარმოადგინეს სპექტაკლი „აფრიკელი ქალი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სან-რემოში დაიწყო საზავო კონფერენციის უმაღლესი საბჭოს სხდომები ბათუმის საკითხის გადასაწყვეტად. თავმჯდომარე იყო იტალიის პრემიერი ფრანჩესკო ნიტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აპრილს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი მიწისძვრისაგან დანგრეულ გორს ეწვია.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის აპრილში ქუთაისის მილიციამ ცნობილი ბოლშევიკი თენგიზ ჟღენტი დაატუსაღა, რომელიც ქუთაისში პროპაგანდისა და ფარული ორგანიზაციების მოსაწყობად იყო ჩასული.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი დაინიშნა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო მისიის წევრად საქართველოში. მას საგანგებო საქმეთა გამგებლობა დაავალეს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის აპრილში ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თარხანოვი ბინაში აღმოჩენილი ბოლშევიკური სტამბის გამო მილიციამ დააპატიმრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში ნიკოლოზ თარხანოვის ბინაში აღმოაჩინეს ბოლშევიკების სტამბა, სადაც პროკლამაციები, საბეჭდი მასალა და სხვადასხვა ნივთი ინახებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარმა შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ მონასტრისთვის ნება მიეცათ, გაეყიდა ქალაქ სოხუმში, მიხეილისა და ოლგას ქუჩაზე მდებარე მისი კუთვნილი მამული. საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დასკვნის თანახმად შსს მინისტრმა თხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებლად მიიჩნია.