საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82911

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე ლიხაურის თემის საბჭომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გაუქმება გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იუსტინე აბულაძის წინადადება „ვეფხისტყაოსნის“ 23-ე გამოცემის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ჯერ „ვეფხისტყაოსნის“ თავისი გამოცემა დაებეჭდა, შემდეგ კი – იუსტინე აბულაძისა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნების აკინძვის საკითხი. თედო კიკვაძის მოხსენების მიხედვით, წიგნების მკინძავი ვერ ასრულებდა მოვალეობას. გამოცემების დროზე ჩასაბარებლად გამგეობამ მკინძავ ვასილ ყიფიანს მოსამსახურეებისთვის მოვალეობების გაზრდა შესთავაზა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა, მის მიერ ნათარგმნი წიგნის ჰონორარის ანგარიშში 600 მანეთის ავანსით მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შიო არაგვისპირელის (დედაბრიშვილის) თხოვნა მისი წიგნების ჰონორარის ანგარიშში 6 000 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნდა განეხილათ მაღაზიის პასუხისმგებელი ნოქრის, ვასილ გადილიას შუამდგომლობა საწყობიდან წიგნების გადაზიდვისა და საბუთების მოწესრიგებლად მუდმივი მუშის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართველ ქალთა მშრომელი რაზმის რწმუნებულის, ოლგა აგლაძის თხოვნა საზოგადოების გამოცემების ბიბლიოთეკისთვის გადაცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა გადაიდო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელის, თევდორე კიკვაძის წინადადება საზოგადოების გამოცემათა დასასურათებლად მხატვრის მიწვევის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზოგიერთ წიგნზე ფასების მომატების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, პრეზიდიუმს დაევალა, საკუთარი შეხედულებისამებრ მოემატებინა ზოგიერთი წიგნის ფასი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 მაისის მოტყიარის ერთკლასიანი სასწავლებლის შეგირდების ნუსხაში, რომელსაც ხელს აწერს სასწავლებლის გამგე მასწავლებელი თამარა კიკვაძე, ნათქვამია რომ პირველი განყოფილებიდან მეორეში გადავიდა 8 მოსწავლე, დარჩა 5; მეორიდან მესამეში გადავიდა 5 მოწაფე, დარჩა 2; მესამიდან მეოთხეში გადავიდა 5 მოწაფე, დარჩა 2.