რეგისტრირებული ფაქტები87045
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით კავკასიის მუზეუმის თანამშრომელი ანასტასია მიხეილის ასული ციციშვილისა შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 13 თებერვალს დავით შარაშიძემ პარიზიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა მშობლებს და ვაჟის დაბადება შეატყობინა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს დავით შარაშიძემ და ელენე ტუსენ-შარაშიძემ ელენეს ძმის, რენე ტუსენის დახმარებით პარიზში ბინა იქირავეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 აგვისტოს დავით შარაშიძემ და ელენე ტუსენ-შარაშიძემ ქორწინებიდან 1 წლისთავი აღნიშნეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ ექიმები – აბულაძე და ჯაჯანიძე საქართველოს ერობათა კომიტეტს და სანიტარული ინსტიტუტის დირექტორს სიმონ ამირეჯიბს აფთიაქებში მომუშავე სამაზრო ექიმებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სანიტარულ ინსტიტუტში ბაქტერიოლოგიურ-სანიტარულ-ჰიგიენური კურსების მოწყობის შესახებ მადლობას უხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დეპეშა, რომელიც საქართველოს სოც-დემოკრატიული პარტიის მეორე ყრილობამ გაუგზავნა კარლ კაუცკისა და პ. ბ. აქსელროდის, რომლებიც ყრილობამ საპატიო თავმჯდომარეებად აირჩია.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 4 ივლისს პლეხანოვის სახ. კლუბში პირველად დაიდგმება ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“.
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 ივლისს, საღამოს 5 საათზე, პირვ. სასურსათო საწყობის ეზოში მომხდარმა შემთხვევამ იმსხვერპლა მუშები. საწყობის გამგე ანდრო რამიშვილს იქ ჰყოლია ცხოველები. მეჯინიბეებს ევალებოდათ მათი მოვლა და ყველაფრისთვის მათ აზღვევინებდა. რამიშვილის გოჭი ჩავარდნილა ფეხსალაგში, მის გადასარჩენად ჩასულან მუშები _ სოსო არუთინოვი და გიორგი ჩიტაძე. არუთინოვი შიგ ჩაიხრჩო, მიეშველა დავით ავალიშვილი და მასაც იგივე ბედი ეწია, ყვირილზე მიეშველნენ პეტრე იორდანიშვილი და თეოფილე გამცემლიძე, რომლებიც ცოცხალ-მკვდრები ამოიყვანეს. ამ შემთხვევის გამო განახლებულ ლითონზე მომუშავეთა კავშირის გამგეობა იმედოვნებს, რომ რამიშვილს და მის დამქაშებს პასუხისგებაში მისცემენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ხაშურში ფრონტის დამხმარე საზოგადოებას ბაბილინა ორჯონიკიძემ გადასცა 2 000 მან. სოფელ ტეზერში (კოშკის უბანი) ფრონტის დასახმარებლად გამართული წარმოდგენიდან და მადლობას უხდიდა მასში მონაწილე პირებს: ს. წეველიძისას, მ. ხარატაშვილისას, კ. კ. ორჯონიკიძისას, ბ. კ. ორჯონიკიძეს, ი. ტორტოლაძეს, ი. ორჯონიკიძეს, ნ. მესხიძეს, არ. ხარატიშვილს, არ. წეველიძეს, ყელაშვილს.

