რეგისტრირებული ფაქტები87057
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ს. მანუჩარიანცმა 1920 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო რეალურ სასწავლებელთან არს. 8-კლასიანი კომერციული სასწავლებლის განყ-ბა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ა. კარაკოზოვმა 1920 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო რეალურ სასწავლებელთან არს. 8-კლასიანი კომერციული სასწავლებლის განყ-ბა.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ აქვეყნებს განცხადებას, რომ საბურთალოს მუშათა კლუბის გამგეობა მსახიობ შაქრო საფაროვს 1920 წლის 11 ივლისს საღამოს 35 წლის აღსანიშნავად უმართავს ღონისძიებას და მისივე მონაწილეობით წარმოადგენენ „ეხლანდელ სიყვარულს“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გაბრიელ ხუნდაძე საქართველოს რაიონებში წაიკითხავს მოხსენებებს შემდეგ თემებზე: საბჭოთა მთავრობა და მისი მოღვაწეობა სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ექიმი ნიკოლოზ მახვილაძე ავადმყოფებს იღებდა მოსკოვის ქ. N11, ზემელის აფთიაქის მახლობლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 ივლისს დაიკარგა 12 წლის ყმაწვილი ნიკო ალექსანდრეს ძე ბეჟანიშვილი. თუ ვინემ რაიმე იცის მის შესახებ, სთხოვენ აცნობონ კირკის ქ.-ზე (კირხის, ახლ. მარჯანიშვილის ქ.).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ გიგო შარაშიძე მადლობას უხდის ბახვის სახალხო სკოლის ასაშენებლად შემოწირულობებისთვის: ივანე ლაზ. თევზაძეს (100 მან), ევსევი-თოდუას (50), ა. დადიანს (50), ვაკოპულოს (100), ბუაჩიძეს (50), მ. სუსლინს (200), ა. მანუილიდისს (250) იესე შათირიშვილს (500).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ მასწავლებელ ილია ხუხუას ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 23 მაისს სენაკში გაიმართულ მაზრის მასწავლებლების დელეგატთა ყრილობას დაესწრო 28 დელეგატი. მასწავლებელთა ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა გამგეობის წევრმა ნ. ლორთქიფანიძემ; უცენზო მასწავლებლებზე კი ლ. კეკელიამ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ორი თვეა, რაც ხაშურში დაარსდა სახალხო უნივერსიტეტი. გასულ ოქტომბერს ხაშურის დირექტორად დაინიშნა შალვა მხეიძე, რომლის მუშაობით დაარსდა ეს უნივერსიტეტი. მან გიმნაზიასაც მიხედა, სადაც ზოგიმასწავლებელი ინტრიგანობით ხელს უშლიდა დირექტორს, თუმცა ეს მაინც გრძელდება. ამ პირობებში ვერავინ გაძლება, ამიტომ შესაძლებელია გიმნაზიის დახურვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ (ავტორი კ. დინჯაძე) იუწყება, რომ 1-ლ ივლისს გაიმართულ საქ. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბორჯომის რაიონის კოლექტივის კრებაზე რკინიგზის „იაჩეიკიდან“ მოხსენება გააკეთა დ. გოსიტაშვილმა. მან აღნიშნა, რომ კრებაზე დაადგინეს, „იაჩეიკიდან“ გააძევონ ვიქ. მაჭავარიანი და ოფიციალურად ეცნობოს დროებით თავი დაანებოს რკინიგზაში მუშაობას; ვიქ. ღლონტმა გააკეთა განცხადება, რომ ქალაქის თვითმართველობის გამგეობა ხსნის წერა-კითხვის კურსებს, მოზრდილთათვის კი მოხსნებებს წაიკითხავენო. დაადგინეს, ამის შესახებ „იაჩეიკებს“ აცნობონ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ დავით ონიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ლავროსი კიღურაძის გარდაცვალების გამო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება რევოლუციონერ ლავროსი კიღურაძის გარდაცვალებას. ნეკროლოგში (ხელს აწერენ: ი. სალაყაია, ვ. ნოდია, ო. სოლოღაშვილი, პ. ბერიშვილი, მ. ქიტაშვილი) ნათქვამია, რომ იგი აწყობდა ორგანიზაციებს ბათუმში, ფოთში, გურიაში, სოხუმში და სხვ.; 1910 წ. გადაასახლეს ციმბირში, სადაც რვა წელი დაჰყო და დასუსტებული დაბრუნდა სამშობლოში რევოლუციის დღეებში, მაგრამ სულ მუშაობდა. ბოლოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, მაგრამ წელიწად-ნახევრის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
1950
ტიპი: ავტორობა
1950 წლის 10 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანაიში გაიოზ მაღლაკელიძეს ლიპარელების შესახებ მისწერა, რომ რუსეთ-იტალიის სამგზავრო ხელშეკრულების თანახმად, რუსებს შეეძლოთ, დაესახელებინათ „სამხედრო დამნაშავე“ და იტალიელები მათ ისევე გადასცემდნენ, როგორც ინგლისელებმა გადასცეს საბჭოებს კავკასიელები და კაზაკები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 ივლისს ბათუმიდან მთავრობის თავმჯდომარეს გაუგზავნეს დეპეშა ხანუმ ხიმშიაშვილის ხელმოწერით, რომ იგი, ქართველი მუსულმანი, იზიარებს საყოველთაო სიხარულს ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 ივლისს ბათუმის სამოქალაქო ნაწილის გამგეობამ შეატყობინა ყველას, ვისაც დეპოზიტში შეტანილი ფული არ მოუთხოვია, დიდი ბრიტანეთის კონსულის კანცელარიას მიმართონ თანხების მისაღებად. განცხადებას ხელს აწერს მაიორი შელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დეპუტატმა აკაკი ჩხენკელმა არტაანიდან მიიღო პოლკოვნიკ ვაჩნაძის დეპეშა, რომ შავშეთ-ერუშეთის და ართვინის მიდამოებში მყოფი ჯარების ოფიცრები და ჯარისკაცები სიხარულს გამოთქვამენ ბათუმის და მისი ოლქის დაბრუნების გამო.

