საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91439

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ივნისიდან ილია ოდიშელიძე სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1 მაისს ილია ოდიშელიძემ ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც ისტორიული, ეთნოგრაფიული და სამხედრო-სტრატეგიული არგუმენტების გათვალისწინებით დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ილია ოდიშელიძე პარიზის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 სექტემბერს ინფანტერიის გენერალი ილია ოდიშელიძე იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც ყველა საჭირო წესდების გადასინჯვა, თარგმნა, გამოცემა, სამხედრო ფორმის ახალი პროექტის განხილვა, საჯარისო სამსახურის ორგანიზება და ჯარების მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საქმეების განხილვა ევალებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისის შემდეგ ილია ოდიშელიძეს სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ილია ოდიშელიძე სამხედრო მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 თებერვალს ილია ოდიშელიძე ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 თებერვალს, კავკასიის ფრონტისა და არმიის გაუქმების შემდეგ ილია ოდიშელიძემ ეროვნული შენაერთების შექმნას შეუწყო ხელი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ილია ოდიშელიძე საქართველოში დაბრუნდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 2 ოქტომბერს ილია ოდიშელიძე კავკასიის არმიის სარდლად გადაიყვანეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1914 წლებში ილია ოდიშელიძე სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 16 ივლისს ილია ოდიშელიძეს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-1902 წლებში ილია ოდიშელიძე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის უფროსად მსახურობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1900 წლებში ილია ოდიშელიძე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1897 წლებში ილია ოდიშელიძე მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად.

1887

ტიპი: განათლება

1887 წლის შემდეგ ილია ოდიშელიძე სწავლობდა გენერალური შტაბის ნიკოლოზის აკადემიაში, რომელიც პირველი თანრიგით დაამთავრა და შემდგომი სამსახურის გასავლელად კავკასიის სამხედრო ოლქში იქნა გამწესებული.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს ილია ოდიშელიძემ ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ილია ოდიშელიძემ თბილისის კადეტთა სასწავლებელი დაასრულა.

1865

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილია ოდიშელიძე 1865 წლის 25 მარტს, თბილისის გუბერნიაში დაიბადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ილია ოდიშელიძე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის შემოდგომის მერე ვასო კაპანაძე შემდეგ ციხიდან არ გამოუშვიათ. 5 წლით საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრება ჰქონდა მისჯილი, მაგრამ გადასახლება ვერ მოასწრეს. აჯანყება რომ დაიწყო, ისევ მეტეხში იჯდა და ბოლშევიკების ჯალათების მსხვერპლი გახდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის შემოდგომაზე ცინცაძე და მისი ამხანაგები ვასო კაპანაძეს ამხანაგების გაცემისკენ მოუწოდებდნენ. მან ეს ვერ აიტანა და ერთ დღეს ამხანაგებთან ერთად პროვოკატორებს თავს დაესხა, სცემა, მათი ბინა მილეწ-მოლეწა. მალე ჩეკამ დაატუსაღა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ვასო კაპანაძემ მოახერხა ჩეკას შექმნილ ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის სალიკვიდაციო ბიუროში გაძვრომა ვითომ მეორე რაიონის წარმომადგენლად მათი საქმიანობის გასაგებად და დარწმუნდა მათ პროვოკატორობაში.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ჩეკამ შექმნა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის სალიკვიდაციო ბიურო პროვოკატორ ცინცაძე-ლომთათიძის ხელმძღვანელობით.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წელს შიო ქურიძე საზღვარგარეთ იყო.