რეგისტრირებული ფაქტები88531
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ზაქარია ფალიაშვილმა დაწერა ოპერა „დაისი“, დეკორაციები კი მისივე ხელმძღვანელობით ვალერიან სიდამონ-ერისთავმა დახატა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „ნაციონალისტის“ ცნობით, ინგლისელებისგან არტაანის დაცლის შემდეგ ხალხის განწყობის გასარკვევად იქ ქართველ მაჰმადიანთა დივიზიონერი, ბაშხი-ბეგ მაჩაბელი გაიგზავნა (არტაანის ოლქის ჩრდილო ნაწილის მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა საქართველოს შემოერთებოდნენ).
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 18 მაისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N6) იუწყება, რომ დილის 12 საათზე სამედიატორო სასამართლო განიხილავს ალექსანდრე ქათამაძისა და პოლონელი ქალის საქმეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N6 იუწყება, რომ ქალთა კლუბის გასაძლიერებლად ქ. ქუთაისში შემოწირეს 30 მანეთი შემდეგმა პირებმა: ქეთო ჭარხალაშვილისა, ვერა ბაქრაძე, ეკატირინე ჩიკვაიძისა, ელენე ფანჯავიძისა, აგრაფინა გიორგობიანი, პოლინე კაკაურიძისა, ელისაბედ კანდელაკისა, მარიამ დათიაშვილისა, ნიფადორა დათიაშვილი, მარუსია ბიბილაშვილი ნინა სვანიძის ასული, ნაფორიძე ბახტურიძე, დესპინე ჩაჩანიძისა, ელისაბედ იოსელიანი, ვერიჩკა იოსელიანი, ვერიჩკა დათიაშვილისა, მართა დათიაშვილისა, აკვირინე დათიაშვილისა, ელისა დათიაშვილისა, ნინა ვასილიევისა, მინ. ჭარხალიშვილისა, თეოდოსი ოყრეშიძე, ანეტა ადამია, ბაბილინა, ნინა კირცხალაშვილი, კატო კაკაბაძე, ვასასი გორგაძლისა, ეკატერინე ელიავასი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 18 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N6 დაიბეჭდა ნინო ნადირაძის პუბლიკაცია „პედაგოგიკა და პარტია“, რომელშიც ის საუბრობს პედაგოგიურ ცხოვრებაში პოლიტიკისა და პარტიულობის მიზანშეუწონლობაზე და აღწერს საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის გამგეობის არჩევნებს, სადაც პარტიული ნიშნით აირჩიეს კანდიდატები. მისი თქმით, როცა 1915 წლის 27 დეკემბერს დაარსდა სახ. მასწავლებელთა კავშირი, გამოცხადებული იყო, რომ ის ზეპარტიული იქნებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აპრილს რეალურ სასწავლებელში ჩატარდა ს. დ. პარტიული კრება, რომელსაც დაესწრო 600 წევრი განურჩევლად სქესისა. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჭუმბურიძე. ვრცელი მოხსენება გააკეთა გრიგოლ ურატაძემ, რომელმაც ბევრი კამათის შემდეგ დასვა ახალი წევრების არჩევის საკითხი. მოითხოვეს წევრთა რიცხვის გაზრდა. კომიტეტის წევრებად აირჩიეს 15 კაცი, მათ შორის არცერთი ქალი არ იყო. ბოლოს გრიგოლ ლორთქიფანიძემ სიტყვა მოითხოვა თავმჯდომარისგან და განაცხადა, რატომ არ შეიძლებოდა თხუტმეტ კაცში ხუთი ქალი ყოფილიყო. ტრ. სალაიამ თავი იმართლა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქალების არჩევას, როცა ყველა გათანასწორებული იყო. ბოლოს მაინც დაიწყეს ქალების არჩევა.

