საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88531

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 მაისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N6 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „18 მაისი“ ქალთა უფლებებისა და საზოგადო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 6 ქალთა კლუბის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარე კატო მიქელაძე აცხადებს, რომ შაბათს, 20 მაისს, საღამოს 6 საათზე დანიშნულია ქალთა კლუბის აღმასრულებელი ბიუროს წევრთა კრება შემდეგ მისამართზე: მიხაილოვის ქუჩა, ყოფილი საავადმყოფო, ექიმ ბოკერიას სახლი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი და 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: პლატონ თხილავა, გალინა მეფარიშვილი, პაშა მიქელაძისა, კაკალა იოსელიანი და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში, „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაბეჭდილია გაზეთის სასარგებლოდ დ. ოჩამჩირეში ქალების მიერ შეგროვილი 86 მანეთის შემომწირველთა სია: ოლია დადიანისა, ქსენია ხარაბავა, კ. გუნია, გ. ლორთქიფანიძე, ვ. ჟორჟოლიანი, კ. ჩიქოვანი, კ. გეგია, რომა სანაიასი, ბაბი ჭაჭიასი, ნად. რუტკევიჩისა, ნ. გოგია, ლ. ბოკუჩავა, ლ. ჩარგეიშვილისა, ტ. დგებუაძე, ხ. ავიძბა, ნ. ლვოვი, მ. ავიძბა, ე. დადიანი, ს. ალანია, ლ. ჟვანია, კ. ბაღათურია, ს. გოგიასი, ქ. გუჯუასი, პ. ძნელაძე, ვ. ბუკუჩავა, კ. ჟვანიასი, ვ. მიმინოშვილი, მ. მარღანიასი, ნ. ვეკუა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ისმაილ-ბეი აანალიზებს ჩრდილოკავკასიელ მთიელთა თვითგამორკვევასთან დაკავშირებულ სირთულეებს საერთაშორისო ვითარების კონტექსტში: მართალია, I მსოფლიო ომის მეორე ფაზა ანტანტამ დაასრულა გერმანიის დამარცხებით, რასაც დიდად შეუწყო ხელი უილსონის 14-პუნქტიანმა ლოზუნგმა "მცირერიცხოვან ხალხთა თვითგამორკვევის შესახებ", თუმცა ინგლისმა უილსონის დაპირებები ფარატინა ქაღალდად აქცია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ისმაილ-ბეი I მსოფლიო ომით შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კონტექსტში განიხილავს თვითგამორკვევისთვის მებრძოლ მთიელთა მძიმე მდგომარეობას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გაზეთმა „ხმა ქართველი ქალისა“ ქუთაისიდან მიიღო შემოწირულობა და ამავე წლის 24 აპრილს გამოაქვეყნა შემომწირველთა სია: ცაცა უზნაძე, ანეტა ფანცხავა, ალექსანდრა ჟურულისა, ანა მენაბდისა, კანდელაკი (4), გალაკტიონ მასხარაშვილი, ფაცურია ფუთურიძე, ედუკსია ფუთურიძე, ვარია ვოლსკი, ლუბა უზნაძე, მარიამ ცერცვაძე, წერეთლისა და სპირიდონ ჯორჯიკია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ისმაილ-ბეის სტატია ეძღვნება I მსოფლიო ომის არსის ანალიზს, მის პოლიტიკურ-ეკონომიკურ წანამძღვრებსა და ფაზებს. ავტორი საუბრობს იმ სავალალო ვითარებაზე, რომელშიც აღმოჩნდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მთიელები, რომელთაც წაართვეს ნეიტრალიტეტი და ახლა ძალით ითრევენ მსოფლიო ომში მათთვის მიუღებელი იდეალებისთვის საბრძოლველად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ბათუმის სახ. გვარდიელთა კრების თავმჯდომარის, დოლბაიას დეპეშა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბისადმი, რომ ბათუმის გვარდიის პირველი თავისუფალი კრება მიესალმებოდა რევოლუციის დამცველებს და ფიცს დებდა, რომ მტერს დაუზოგავად შეებრძოლებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა მიიღო დეპეშა დამფუძნებელი კრების წევრ გიორგი ანჯაფარიძისგან, რომ სოფელ ბორჩხის, მარადიდისა და სხვა სოფლების მცხოვრებლები სიხარულით შეხვდენენ და სთხოვეს დამფუძნებელ კრებას და მთავრობას გადასცეს მათი სიხარული ბათუმის საქართველოსთვის გადაცემის გამო და მიულოცოს ეს გამარჯვება.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობის“ ცნობით, თბილისის საგანგებო სასამართლოს სესია ახალციხეში მიემგზავრებოდა. სესიას უნდა განეხილა ჩახანაშვილის საქმე, რომელსაც ბრალდებოდა ქურდობა ფულის დამამზადებელ ექსპედიციაში და სხვაგან.

1902

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა წინადადება მისცა, ჩაიბაროს ბათუმის ოლქის დროებითი სასამართლოს დაწესებულება ყველა საქმითა და ინვენტარით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თანამდებობის დროებითი შემსრულებლის, სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით უნდა გამართულიყო სასწრაფო სხდომა, რომელზეც ვალუტის საკითხს განიხილავდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 23 ივლისს საქართველოს ცენტრ. კოოპერატიული კავშირი მუშათა ცენტრ. კლუბში (პლეხანოვის პრ. N123) პირველ კორპორატიულ საღამოს გამართავდა, სადაც ი. ირემაშვილი წაიკითხავდა მოხსნებას „მუშათა კორპორაციის განვითარება დასავლეთ ევროპაში“, ალ. ერქომაიშვილი კი – თბილისის კოოპერაციის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის საკატორღო საპყრობილის უფროსად დაინიშნა ტ. დემურია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილი ნ. საქარელის წერილის „სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების შესახებ“ გაგრძელება ნორვეგიას ეხებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილ სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მიმართვაში ბათუმის გვარდიას, ნათქვამია, რომ რესპუბლიკის ჯარს მისი სახით ახალი ძალა ამოუდგა გვერდში, რესპუბლიკა დამშვიდებულია, რომ ამ საპასუხისმგებლო საგუშაგოს ის იცავს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობის“ ცნობით, სომხეთის გენერალურმა საკონსულომ ბათუმის საკრებულოს დარბაზში ბათუმისა და ბათუმის ოლქის საქართველოსთვის გადმოცემის გამო ბანკეტი გამართა, რომელსაც დაესწრნენ: ოლქის განსაკუთრებული კომისარი ბ. ჩხიკვიშვილი უახლოესი თანამშრომლებით, სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ აბაშიძე პრეზიდიუმის წევრებთან ერთად, ბათუმში მყოფი საფრანგეთის მისიისა და სომხურ, პოლონურ, ქართულ, ბერძენთა, ებრაულ საზ. წარმომადგენლები და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბათუმში მრავალრიცხოვან კრებაზე გააკეთა მოხსენება საქართველოს მდგომარეობის შესახებ. მოხსენების შემდეგ მინისტრს დაუსვეს შეკითხვები.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 18 ივლისს მოკლეს რაჟდენ ყიფიანი, დაკრძალვა გაიმართება კუკიის სასაფლაოზე,

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ მწერალთა კავშირის საბჭო საზოგადოებას აუწყებს კავშირის წევრის, დამსახურებული მწერლის, რუს-იმერლის ვიქტორ იურკევიჩის გარდაცვალებას. პანაშვიდი უნდა გადაეხადათ ქაშვეთის ტაძარში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 25 ივლისს ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოს ეკლესიაში გადაიხდიან ექიმ ანდრო მერაბის ძე კილასონიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება ვიქტორ ნიკოლოზის ძე იურკევიჩის (რუს-იმერლის) გარდაცვალებას, დაკრძალვა გაიმართება დაბა საჩხერეში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 24 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 25 ივლისს მშობლები ნინა გაბუნიას 40 დღის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაუხდიან ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 122 ბრძანებით ბ. მიხაილოვი 1918 წლის 11 ნოემბრიდან გორის საოსტატო სემინარიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.