საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91848

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 46 ბრძანების მიხედვით, 10 ოქტომბრიდან ყოფილი სახალხო მასწავლებელი სავლე იოსების ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დანიშნეს. მთავარგამგის ნაცლად ბრძანებას ხელს აწერს ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 27 თებერვლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის N 19 ბრძანების მიხედვით, 1919 წლის პირველი სექტემბრიდან სახალხო განათლების სამინისტროს ასპარეზზე ნამსახური წლები სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელ სავლე იოსების ძე აბულაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ მარტს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ დავითის ძე ძიძიგურმა თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ გიმნაზიის მასწავლებელ სავლე იოსების ძე აბულაძეს სახელმწიფო სამსახურში ჩაუთავლეს სახალხო განათლების ასპარეზზე ნამსახური წლები 1911 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ნათაძემ და ძიძიგურმა დირექტორს სთხოვეს შეედგინა სავლე აბულაძის ნამსახურების სია კანონით მიღებული ფორმის მიხედვით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ვ. თევზაიასა და პ. წულაიას მოხსენებით მიიღეს დეკრეტი კახეთის რკინიგზის საზოგადოებისთვის 10 მილიონი მან. სესხად მიცემაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ფოთის რადიოსადგურისთვის შენობის ასაგებად მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ლევან ნათაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ასაღორძინებლად საჭირო იყო სასოფლო-სამეურნეო სკოლების არსებობა. ივანე ლორთქიფანიძემ ნათაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შექმნის შესახებ მნიშვნელოვნად აღიარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი დაჭრილთა და დასახიჩრებულთა ოჯახებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 5 000 000 მან. გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობამ სკოლების ინსტრუქტორ ექვთიმე მიქელაძეს საქმეების მოსაგვარებლად ერობაში სასწრაფოდ გამოცხადება სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მომარაგების სამინისტროს მთ. რწმუნებულმა ქუთათელაძემ სამინისტროს შეატყობინა, რომ შემსყიდველებს დამზადებული აბრეშუმი სოხუმიდან, ოჩამჩირიდან, ფოთიდან და ბათუმიდან კონსტანტინეპოლით გააქვთ და ითხოვს, სათანადო ნებართვის გარეშე აბრეშუმის რკინიგზით გადატანა აიკრძალოს.