რეგისტრირებული ფაქტები87145
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი დაიბადა ლეჩხუმის მაზრის სოფელ ბარდნალაში 1889 წელს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის რევოლუციის შემდეგ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი პარიზიდან თელავში დაბრუნდა.
1911
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1911 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გაიპარა გადასახლებიდან და ცხრა თვის მანძილზე ცხოვრობდა მოსკოვში, ხოლო შემდეგ გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც 1917 წლამდე დაჰყო.
1911
ტიპი: ნასამართლეობა
1911 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი ენისეის გუბერნიის სოფელ კუზნეცოვოში გაგზავნეს. მას ციმბირში სამუდამო გადასახლება ჰქონდა მისჯილი.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წელს, მას შემდეგ რაც ჩავარდა ავლაბრის ტიპოგრაფია, გაზეთ „სხივის“ რედაქციაც გაჩხრიკეს და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იქ მყოფ სხვა პირებთან ერთად დააპატიმრეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი თბილისში დაბრუნდა და თანამშრომლობა გაზეთ „სხივთან“ დაიწყო. გაზეთის რედაქტორები ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე იყვნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905-1906 წლებში თბილისის კომიტეტმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გაგზავნა ალექსანდროპოლის, ესივანის და ყარსის დეპოს მუშათა ორგანიზაციების დასაკავშირებლად ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა ცენტრის კომიტეტთან.
1904
ტიპი: ნასამართლეობა
1904 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი დაიჭირეს და ხუთი თვე მეტეხის ციხეში ჰყავდათ. გათავისუფლების შემდეგ ისევ სოფელში გაგზავნეს.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლიდან კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იმყოფებოდა კაჭრეთში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა დროგამოშვებით ახერხებდა თბილისში გამოპარვას, სადაც დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტს, აქ დაუხლოვდა ირაკლი წერეთელს.
1900
ტიპი: ნასამართლეობა
1900 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი კიევის ციხეში დატუსაღებული იყო ხუთი თვე, რის შემდეგაც ჟანდარმერიის უფროსმა მიხეილ ნავიცკიმ წინადადება მისცა, 24 საათში დაეტოვებინა ქალაქი.
1899
ტიპი: თანამდებობა
კონსტანტინე ანდრონიკაშვილის ცნობით, 1899-1900 წწ. კიევში ჟანდარმთა უფროსი იყო სისასტიკით ცნობილი ნავიცკი.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გარიცხეს კიევის უნივერსიტეტის მესამე კურსიდან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გამო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ნოემბერს სალიკვიდაციო განყოფილების გამგე, ინჟინერი ვეისი გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მიმართავს, რომ მისი ბრძანებით შავი ზღვის რკინიგზის მონაკვეთის საწყობიდან სამინისტროს მოსამსახურეებზე გაცემულია 8 ფუთი და 20 ფუნტი ჩაი (ფუთი 20 რუბლად). სამინისტროს კანცელარიამ ეგზეკუტორ ბერიევს დაავალა ჩაის მოსამსახურეებზე გაცემა და მათი ხელფასიდან ღირებულების დაკავება. ამ ფულის ნაწილი მიიღეს სალიკვიდაციო განყოფილების შემდეგი თანამშრომლებისაგან: ვეისი, როდზევიჩი, სეროვი, ბარკოვსკი, ვასილევი, გოპაძე, მალახოვსკი, სოკოლოვსკი, აგიაშვილი, ნაცვალოვი და ჯაფარიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
ინჟინერ მელიქ ასლანოვის 1918 წლის 8 აგვისტოს წერილში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედებულიყო საერთო საქმეთა და ტექნიკური სამმართველო, ასევე სალიკვიდაციო განყოფილება. მათ შტატების არსებული პროექტებითა და თანამდებობებით უნდა ეხელმძღვანელათ და ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დროებით ინჟინერი ალექსანდრე სამოილოვი უნდა მიეწვიათ, სალიკვიდაციო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კი – ა. ი. ვეისი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ივლისს მიიღეს ინსტრუქცია საქართველოს რესპუბლიკის კანონის – შტატგარეშე (სალიკვიდაციო) გასამრჯელოს შესახებ – შესრულების შესახებ. ხელს აწერს შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე, ადასტურებს სამინისტროს საქმეთა მმართველი ილია გოლდმანი.
1876
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1876 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ კაჭრეთში კონსტანტინე ემანუელის ძე ანდრონიკაშვილი დაიბადა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განმარტებით ბარათს დროებითი წესების პროექტზე (დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელიც გაიცემა სამოქალაქო სამსახურის სახელმწიფო მოხელეებზე მივლინებების დროს), რომელიც ამიერკავკასიის კომისარიატმა 1918 წლის 3 მარტის სხდომაზე მოიწონა, ხელს აწერენ: ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი კელარევი, სწორია: საქმეთა მწარმობელი ტულაევი.

