საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88191

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ს. ფ. ზავალიჩინს სამხედრო რაიონული წარმოების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გენერალ ს. ს. დურნოვს საქარხნო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ინჟინერ მ. ა. ოგანეზოვს ეკავა თხევად ნავთობზე რაიონის უფლებამოსილის თანამდებობა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ინჟინერ დ. კ. ანდრეევს ეკავა რაიონის უფლებამოსილის თანამდებობა მყარ ნავთობზე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნ. ს. ბალბაშევსკის ეკავა სამხედრო შეტყობინებების სამმართველოს სამხედრო ინჟინერის თანამდებობა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს პ. ა. ლავროვს სამხარეო საბინაო სამმართველოს წარმომადგენელის თანამდებობა ეკავა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გ. ა. ხატისოვი იყო ამიერკავკასიის სამმართველოს რკინიგზის ინჟინერი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თავმჯდომარე იყო სამთო ინჟინერი ვ. გ. ოკუნევიჩი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 სექტემბერს სერგო ზავალიჩინმა ცენტრალური სამხედრო წარმოების კომიტეტისა და ამიერკავკასიის რაიონის განსაკუთრებული სამმართველო კომიტეტიდან მიიღო მოწვევა 2 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, ოლგას ქუჩა N50-ში მდებარე სამმართველოში მომხმარებელთა შორის ოქტომბერში ნავთობის განაწილების საკითხზე გამართულ მსჯელობაზე დასასწრებად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 დეკემბერს ინჟინერ შამონინს შეატყობინეს, რომ კავკასიის რაიონის მოხელეთა ივლისისა და აგვისტოს ხელფასი, 1093 რუბლი და 29 კაპიკი, უკვე დახარჯული იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. სოლოვიევას, მინერალური თხევადი საწვავის განაწილების განყოფილების დარაჯს, ხელფასი ჰქონდა 150 რუბლი და ხელზე იღებდა 100-ს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ს. ნავტიკოვს, მინერალური თხევადი საწვავის განაწილების განყოფილების კანცელარიის მოხელეს, ხელფასი ჰქონდა 150 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნ. ზეიცს, რომელიც იყო კანცელარიის მოხელე მინერალური თხევადი საწვავის განაწილების განყოფილებაში, ჰქონდა ხელფასი 150 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კ. შუკისს, მინერალური თხევადი საწვავის განაწილების განყოფილების კანცელარიის მოხელეს, ხელფასი ჰქონდა 150 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პანცევიჩს, რომელიც იყო კანცელარიის მოხელე მინერალური თხევადი საწვავის განაწილების განყოფილებაში, ჰქონდა ხელფასი 200 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. ფრეინდლიგს, მინერალური თხევადი საწვავის განაწილების განყოფილების კანცელარიის მოხელეს, ხელფასი ჰქონდა 200 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ე. სკორუპსკი, რომელიც იყო საქმეთმწარმოებლის მეორე დამხმარე მინერალური თხევადი საწვავის განაწილების განყოფილებაში, ჰქონდა ხელფასი 200 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ი. პოლეშჩუკს, რომელიც იყო საქმეთმწარმოებლის პირველი დამხმარე მინერალური თხევადი საწვავის განაწილების განყოფილებაში, ჰქონდა ხელფასი 250 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. გიუბნერს, მინერალური თხევადი საწვავის განაწილების განყოფილების საქმისმწარმოებელს, ხელფასი ჰქონდა 350 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბ. გ. ტერ-სარქისოვს, მინერალური თხევადი საწვავის განაწილების განყოფილების ინჟინერს, ხელფასი ჰქონდა 500 რუბლი, ხელზე იღებდა 400 რუბლს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და ტიტო ვალლაცს შორის დაიდო ხელშეკრულება 2000 ტონა მარგანეცის ამერიკაში გატანაზე. ვალლაცი ტვირთში 410 000 იტალიურ ლირას იხდიდა. საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელი იყო იაკობ ოკონჩი, კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ჟურული, ხოლო კომიტეტის წევრები – ი. მენაბდე და ნიკო ნიკოლაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელი 29 მარტს დაიდო ხელშეკრულება „ჩემოსა“და სავაჭრო და სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა და ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკმა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ე.მ. ნოდია მუშაობდა მომარაგების საიმინისტროს საინფორმაციო განყოფილების ადგილობრივ ინფორმატორად.