რეგისტრირებული ფაქტები89996
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს დუშეთში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს დავით ერისთავის „სამშობლო“, რომელშიც მონაწილეობდნენ ა. ბერიშვილი, ვარ. სიდამონიძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 ივნისს ნაძალადევის თეატრში წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ს. გოგაშვილი, ი. გიორგაძე, გ. გაბინაშვილი, ა. ძაძამია, სვიმონ სვიმონიძე, ს. ღოღაძე, გ. გელიკურაშვილი, გ. სვანიძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში ელისაბედ ორბელიანის ორგანიზებით აჭარლების სასარგებლოდ მხატვრულ-მუსიკალური საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 ივნისს სახალხო სახლში მსახიობებს შაქრო გომელაურსა და ალექსანდრე შანშიაშვილს მხატვრული საღამო უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 5 აგვისტოს ეკატერინე სარაჯიშვილისა მგზავრობის დროს სოფ. მლეთაში მოულოდნელად გარდაიცვალა.
1880
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1880 წლის 22 იანვარს ეკატერინე ფორაქიშვილმა და დავით სარაჯიშვილმა ბორჯომში ჯვარი დაიწერეს.
1894
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1894 წელს დუტუ მეგრელი და დედამისი მარიამი ქუთაისში დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის მაისში დუტუ მეგრელი დანიშნეს გადასახადთა ინსპექტორად ოლთისში, სადაც მას გაჰყვნენ დედამისი, მისი გარდაცვლილი ბიძის პატარა ვაჟი და პეტრე გელეიშვილი, ბავშვის მასწავლებლად და დამხმარედ კანცელარიაში.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლიდან დუტუ მეგრელის დედა მარიამი ნიკო დადიანის მეუღლის მომვლელად მუშაობდა.

