საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89996

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 20 ივნისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას რეჟისორობით წარმოადგინეს ალექსანდრე ყაზბეგის 5-მოქმედებიანი ისტორიული დრამა „კონსტანტინე ბატონიშვილი ანუ ქეთევან წამებული“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 31 ოქტომბერს პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრებაზე პ. ს. ღამბაროვმა ისაუბრა სოფლად კოოპერატიული საზოგადოებისა და კავშირის დაარსების შესახებ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს არფისტი თამარ აბაშიძე მოსკოვის დასის, „ღამურას“ წევრი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის თხზულება „უსათაურო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „აკროსტიხი“ ანდრია ღულაძის წიგნსაცავიდან.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიის „ქართველი ხელოვანი“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მათე იანქოშვილის წერილის „წყალქვეშა ნავი“ II ნაწილი.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1877 წელს გენერალი ვასილ გაბაშვილი რუსეთ-ოსმალეთის ომში იბრძოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის მოთხრობის „დასის მოგზაურობა“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის პიესის „მწირი სარდალი“ V ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ახმეტელის წერილის „არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?“ IV ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის ლექსი „ბარათი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალი არსენიშვილის თხზულება „ვერ ვიდღესასწაულეთ!“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძე სოფ. კირბალში დაკრძალეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 30 ოქტომბერს თბილისის გამგეობამ სხდომაზე განიხილა მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩის გოგოლის ძეგლის ნიმუში და გადაწყვიტა, წარდგენილი მოდელი დაედგათ ალექსანდრეს ბაღში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ლექსი, მიძღვნილი დარო ზურაშვილისადმი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 ივლისს სიღნაღის ახალ კლუბში ნიკოლოზ გვარაძის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს ოთხმოქმედებიანი დრამა „უმუშევარნი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ქაჯაიას ლექსი „რისთვის უყვარხარ?“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სეზმან ბატკუაშვილის (ერთაწმონდელის) ერთმოქმედებიანი დრამა „დაჭრილია ორბი“ წიგნად დაბეჭდეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალს გიორგი ანდრიას ძე მაღრაძემ მანეთი შესწირა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ქუთაისის გამგეობის წევრებად არჩეული ვლადიმერ ალშიბაია და ვლადიმერ კანდელაკი დასამტკიცებლად გუბერნატორს წარუდგინეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივნისში არფისტი თამარ აბაშიძე რამდენიმე დღით პეტროგრადიდან თბილისში ჩამოვიდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ნოემბერში პეტერბურგში ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი შერვაშიძის პროექტი სასოფლო-სამეურნეო თანხების მოხმარების შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 ივნისს მარტყოფში აკაკი წერეთლის ფონდის გასაძლიერებლად შაქრო გომელაურის მონაწილეობით „პატარა კახი“ უნდა წარმოედგინათ.