რეგისტრირებული ფაქტები89996
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს სახაზინო თეატრში წარმოადგინეს „ოტელო“ ვალერიან გუნიას, ალექსანდრე იმედაშვილის, პლატონ ჩიქვინიძის (კორიშელის) და სხვ. მონაწილეობით.
1850
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მგოსანი დავით სოლომონის ძე გივიშვილი 1850 წლის 3 ნოემბერს დაიბადა ავლაბარში.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის კადეტთა კორპუსის დირექტორი, გენერალ-მაიორი კიჩევი სამსახურიდან დაეთხოვა, მისი ადგილი დაიკავა დონის კადეტთა კორპუსის ინსპექტორმა, პოლკოვნიკმა სიმონოვმა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 5 ნოემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის საბჭოს სხდომა. საბჭოს თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელ ივლისს თეოფილე ხუსკივაძეს ყვირილაში ერის მსახურების 35 წლის აღსანიშნავად იუბილე გადაუხადეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ამ. ბახტაძეს ზაფხულში ხონის თეატრის წარმოდგენებში უნდა ეთამაშა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ გ. ბახტაძეს ზაფხულში ხონის თეატრის წარმოდგენებში უნდა ეთამაშა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 19 ივნისს ბათუმის ბათუმის სცენისმოყვარეთა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ნიკოლოზ შიუკაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „სიმახინჯე“ მარო მდივნის, კავთელისა და ბარველის მონაწილეობით.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ქუთაისში იაკობ ფანცხავას მონაწილეობით გაიმართა ყველა საუნივერსიტეტო ქალაქის ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობა.

