რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ ეკატერინე სარაჯიშვილი სათავეში ჩაუდგა ქმრის სამრეწველო-საქარხნო საქმეებს და წარმოება გაზარდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. არჩევნების წინ ჩატარდა კრება, რომელიც ქალაქის მოურავმა იოსებ ანდრონიკაშვილმა გახსნა და შემდეგ საქალაქო დებულების რამდენიმე მუხლი წაიკითხა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ოდესის უნივერსიტეტის მეორე კურსზე გადასვლისას დუტუ მეგრელს დაენიშნა სახელმწიფო სტიპენდია 20 მანეთის ოდენობით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნი“ იმედოვნებდა, რომ ამ თხზულების წარმატება მას შემდგომი სამწერლო მოღვაწეობის საშუალებას მისცემდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ნიკო დადიანმა დაარწმუნა დუტუ მეგრელის დედა, რომ შვილის ოდესაში სწავლის გაგრძელებისთვის ხელი არ შეეშალა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიხეილ (მიშა) ჟღენტი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ისევ განმათავისუფლებელ მოძრაობას შეუერთდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს მსახიობმა ელენე ანდრონიკაშვილმა სურამში სალიტერატურო და საცეკვაო საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს მსახიობმა ნინო დავითაშვილმა სურამში გამართულ სალიტერატურო და საცეკვაო საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლ. ჩხენკელი ხონის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.

