რეგისტრირებული ფაქტები90029
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ თბილისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის უფროსი საქმისმწარმოებელი ლევან ბარათაშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ყოფილი მმართველი ნიკოლოზ აბაშიძე კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ მეჟევის კომისიის სამსჯავროს წევრი ნიკოლოზ ზუბალოვი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს კავკასიის მეფისნაცვლის მმართველობის მოხელე პავლე მელიქ-ბეგლაროვი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ თბილისის მაზრის მსაჯული გაბრიელ ღვინიაშვილი კოლეგიის მდივნად დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ნუხის მაზრის მკურნალი მიხეილ სულხანიშვილი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ამიერკავკასიის მმართველობის დირექტორი გაბრიელ სულხანიშვილი კოლეგიის მრჩევლად დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო წევრად აირჩია.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით, თბილისის რეალური გიმნაზიის მმართველი იოსებ პენჩინსკი სახელმწიფო საბჭოს მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თბილისის გუბერნიის მარშლის მიერ წარმოდგენილ ბანკის დამფუძნებელ პროექტს გიორგი ანდრონიკაშვილმა მხარი არ დაუჭირა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თბილისის გუბერნიის მარშლის მიერ წარმოდგენილ ბანკის დამფუძნებელ პროექტს ალექსანდე ზუბალაშვილმა მხარი არ დაუჭირა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1967 წლის 16 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა განკარგულებით გააუქმა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა და მის ნაცვლად სამხედრო გუბერნატორის პოსტი დააარსა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თბილისის გუბერნიის მარშლის მიერ წარმოდგენილ ბანკის დამფუძნებელ პროექტს გიორგი სულხანიშვილმა მხარი არ დაუჭირა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თბილისის გუბერნიის მარშლის მიერ წარმოდგენილ ბანკის დამფუძნებელ პროექტს გრიგოლ ორბელიანმა მხარი არ დაუჭირა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ სვიმონ ტკეციშვილს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1967 წლის 16 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა განკარგულებით გააუქმა სამეგრელოს ცენტრალური გამგეობა და რეგიონი ქუთაისის გუბერნიას შეუერთა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 26 მარტს თბილისში, მუშთაიდის ბაღში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ სადილზე სადღეგრძელო წარმოსთქვა ერეკლე გრუზინსკიმ.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ გიორგი ერისთავი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 26 მარტს თბილისში, მუშთაიდის ბაღში მეფისნაცვალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ სადილზე სადღეგრძელო წარმოთქვა გრიგოლ ორბელიანმა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 26 მარტს თბილისში, მუშთაიდის ბაღში, გაიმართა მეფისნაცვალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სადილი, რომელზეც სადღეგრძელო წარმოთქვა დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანმა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საფრანგეთის საგეოგრაფიო საზოგადოების წევრმა ალფონს პინარტმა, რომელსაც განზრახული ჰქონდა წიგნის ბეჭდვის ისტორიის შესახებ ნაშრომის შექმნა, თხოვნით მიმართა „ივერიის" რედაქციას, მიეწოდებინათ ცნობები მნიშვნელოვანი ქართული წიგნების, ბროშურების, ჟურნალების სახელწოდებების, ფორმატის, გვერდების რაოდენობისა და მათი ქართული სათაურების შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საფრანგეთის საგეოგრაფიო საზოგადოების წევრმა ალფონს პინარტმა, რომელსაც განზრახული ჰქონდა წიგნის ბეჭდვის ისტორიის შესახებ ნაშრომის შექმნა, თხოვნით მიმართა „ივერიის" რედაქციას, მიეწოდებინათ ცნობები, როდის და ვინ ჩაუყარა საფუძველი საქართველოში წიგნის ბეჭდვას.

