რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: თანამდებობა
1883-1889 წლებში ქუთაისში მოღვაწეობდა ქართველ არტისტთა ჯგუფი, რომელსაც კოტე მესხი ხელმძღვანელობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876-1883 წლებში ივანე გაფრინდაშვილი იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებელი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის შემოდგომაზე ქუთაისის გუბერნიაში გვალვის გამო საგანგებოდ მოწვეულ ყრილობაზე, თავმჯდომარე იაკობ ფანცხავამ ისაუბრა მოსახლეობის შიმშილისგან დახსნის სტრატეგიების შესახებ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავას დააკისრა ქუთაისის სახაზინო პალატებისა და დაქვემდებარებული ხაზინების კომისრობა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლიდან იაკობ ფანცხავა ესწრებოდა ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების პრეზიდიუმის სხდომებს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს იაკობ ფანცხავა მუშაობდა კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა საადგილმამულო რეფორმის გატარების წესები ქალაქის ფარგლებში.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იაკობ ფანცხავა აირჩიეს ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლიდან იაკობ ფანცხავა მუშაობდა ქუთაისის აღმასკომის სხვადასხვა კომისიაში სააღმშენებლო, კომუნალურ მეურნეობათა და საფინანსო მიმართულებით.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს გაზეთ „კვალის“ რედაქტორი გიორგი წერეთელი სექტემბერსა და ოქტომბერში ჩამოვიდა თბილისში, ოქტომბრის შემდეგ კი აღარ ჩამოსულა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, იაკობ ფანცხავას გაზეთ „კვალში“ მუშაობის პერიოდში, რედაქტორი გიორგი წერეთელი თბილისში არ იმყოფებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გიორგი წერეთელი არ იმყოფებოდა თბილისში, ამიტომ იაკობ ფანცხავა მასთან დამშვიდობების გარეშე წავიდა გაზეთ „კვალის“ რედაქციიდან.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის, გრიგოლ ჩარკვიანის ანდერძი. განსვენებულმა თავისი ბიბლიოთეკა უანდერძა საზოგადოებას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1943
ტიპი: ორგანიზაცია
1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო ქუთაისის დრამატიული საზოგადოების წევრი.

