რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზესა გვამიჩავა ჟორჟიკ ნესტორის ძე გვამიჩავას ბებია იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გ. მ. თუმანოვი თბილისის სამაზრო-საერობო კრებამ სამეფო საბჭოში წარმომადგენლად აირჩია.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ ო. ჯაში ქართლ-კახეთის სანთლის ქარხნის რევიზორად აირჩიეს.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის 19 სექტემბერს აღაბეკ კუზუმბეკოვმა მოსკოვში, სასტუმროში, მეგობარი ქალი დაჭრა. კუზუმბეკოვი დააპატიმრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ივანე ქრისტესიაშვილმა ავშაროვის ხის სახერხ ქარხანაში დანადგარზე მაჯა მოიჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გენერალმა თ. ტრეპოვმა ინგლისელ ჟურნალისტთან საუბრისას დაადასტურა, რომ რუსეთში უფასო დაწყებითი სკოლების დაარსების და უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტონომიის მინიჭების მომხრე იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 18 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარ კირიონს მალე ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობი სვიმონ სვიმონიძე დაბა სურამში საქველმოქმედო წარმოდგენის გამართვას აპირებდა, რომელშიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და კოტე მესხი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 18 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის მაზრის უფროსის ყოფილი თანაშემწე ალ. გამრეკელი შორაპნის მაზრის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 14 ივლისს ავჭალის ერთ-ერთ დუქანში ქეიფისას აღაიანის მკვიდრმა ალექსანდრე ტუსიაშვილმა დუქნის მეპატრონე მოკლა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 5 ივლისს თიანეთის მაზრაში მდინარე ალაზანმა ვასილ ბორძიკაშვილი და გიგო ნასიბაშვილი გაიტაცა, რომლებიც ადიდებულ მდინარეზე ერთი ცხენით ცდილობდნენ გადასვლას. ვასილ ბორძიკაშვილმა ნაპირზე გაღწევა მოახერხა, ხოლო 15 წლის გიგო ნასიბაშვილი დაიხრჩო.

