საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90057

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 3 მარტს გაზეთ „დროებაში“ კოღო-ბუზის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „დიდმარხვის მიმოხილვა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ჩვენი მამები და შვილები“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნ. ახვლედიანის წერილი „ორიოდე სიტყვა ჩვენს მეურნეობაზე“.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის მაისში ფოთის ქალაქის თვითმმართველობის მდივანმა ვ. ა. დემიდოვმა სხვა სახელმწიფო სამსახურში გადასვლის გამო დატოვა თანამდებობა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მესამე ნომერში ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ფრაგმენტი მამია გურიელის პოემიდან „რაშიდ ვარდიძე“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის პიესა „სურათები ჩვენი ცხოვრებიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მესამე ნომერში ალეველის ფსევდონიმით გამოქვეყნდა იასონ ნათაძის წერილი „მგზავრის შენიშვნები“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 მაისს გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი ფოთში იმყოფებოდა, შემდეგ ნავსადგურის დასათვალიერებლად სამტრედიაში გაემგზავრა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ჩანახატი „სცენები საპატიმროში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის ნარკვევი „ჩვენი საზოგადო ქრონიკა“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „ქართული თეატრი ქუთაისში“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის ნეკროლოგი „ამვროსი დავითის ძე ხელაშვილი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მესამე ნომერში გამოქვეყნდა ნიკოლოზ ბარათაშვილის უცნობი ლექსი „ზვირთები მოდუდუნებენ“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 20 დეკემბრის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „მუსიკალური საღ. სიტყვები და მნიშვნელობა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმანი ტომას მურის ლექსისა „ირლანდიისადმი“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 15 აგვისტოს „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „ტფილისის ასოთ-ამწყობთა საჭიროებანი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ლუარსაბ ხელაძემ დაიწყო მუშაობა თბილისში გახსნილ სტამბაში.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომერში ნიკ. დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ ყიფიანის კრიტიკული წერილი „იანიჩარი“.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წელს ლუარსაბ ხელაძე სოფ. ძულუხიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „სამოქალაქო სკოლის დამხმარე საზოგადოება“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. არსლან-გირეი იყო პუბლიცისტი.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 30 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სემინარიელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი რაფიელ ერისთავის ნარკვევისა „ცხინვალი. მგზავრის წერილებიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სემინარიელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასასრული რაფიელ ერისთავის ნარკვევისა „ცხინვალი. მგზავრის წერილებიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 აპრილს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა მეორე ნაწილი პეტრე ჩარექოვის წერილისა “ახალი სამართალი”.