რეგისტრირებული ფაქტები90064
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას სვიმონ ჩომახიძის წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ახალციხის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას ანა მუსხელოვისას წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სიღნაღის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას რაჟდენ ციციშვილის წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 19 ოქტომბერს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლის, რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილის სახლში მევენახეების შეკრება გაიმართა, რომელზეც აგრონომ ზაქარია მიხეილის ძე ზუბალოვის მიერ შემუშავებული ვაზის მოვლის ახალი მეთოდი განიხილეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ავეტ. ახვერდოვმა ახალციხის ქალთა სასწავლებელს 200 მანეთი შესწირა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 14 სექტემბრის „დროებაში“ ისაკ მარტინის ძე მიხითაროვი დაინტერესებულ პირებს მოახლეებისა და ძიძების შერჩევაში დახმარებას სთავაზობდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვლადიკავკაზის მცხოვრებნი ახალი ქართული გამოცემების შეძენას პავლე გოზალოვის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გორის მცხოვრებთ ახალი ქართული გამოცემების შეძენა იოსებ ძამოევის წიგნის მაღაზიაში შეეძლოთ.

