საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 12 ივნისს მეფისნაცვლის სამმართველომ ქუთაისის გუბერნიის საერო შუამავლის თანამდებობიდან გაათავისუფლა კოლეგიის რეგისტრატორი მარჯანიშვილი, თუმცა შეუნარჩუნა ზუგდიდის მაზრის სასამართლოს მთარგმნელის თანამდებობა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ დეკანოზ დავით ღამბაშიძის „წიგნი რედაქტორთან“ გამოქვეყნდა, რომელშიც ავტორი უარყოფდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს იმერეთში მაღალი წოდების სასულიერო პირები აღსარებითი სიებისა და მეტრიკების სანაცვლოდ სასოფლო მღვდლებისგან ფულადი გასამრჯელოს გადახდას მოითხოვდნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ნიჟარაძის წერილი „ერთი მიზეზი სიღარიბისა“ სვანეთში მოღვაწე მღვდლებისა და მათი საქმიანობის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ ანტონ ფურცელაძის მიერ რედაქტორ სერგეი მესხისადმი მიწერილი ღია წერილი გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 26 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომმა მალიავინმა ზაალ ჭავჭავაძის მამული 3000 მანეთად შეისყიდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „დასაწყისი დასასრულისა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ა. ქარსიძის ღია წერილი სერგეი მესხისადმი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი ბათუმის ქართული გიმნაზიის ინსპექტორი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 მარტს ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დეკანოზი ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძე ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილის სიმამრი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია ილიას ასული ნათიძე ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილის სიდედრი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ნიკოლოზის ძე ნათიძე ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილის ცოლის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სვიმონ ნიკოლოზის ძე ნათიძე ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილის ცოლის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვერა ნათიძე ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილის ნათესავი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ნათიძე ალექსი გიორგის კოვლელაშვილის ცოლის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვერა ნათიძე ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილის ნათესავი იყო.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილი ფლობდა საკუთარ ბინას თბილისში, ვარდის უბნის ქუჩა N4.

1920

ტიპი: სახელი

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ მაქსიმეს ძე მეხუზლას სამწერლო ფსევდონიმი იყო იასე რაჭველი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 მარტს ქაშვეთის ეკლესიაში ბელეტრისტ იასე რაჭველის (მეხუზლას) წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იასე რაჭველი (მეხუზლა) ბელეტრისტი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრა ნიკოლოზის ასული მეხუზლა იასე რაჭველის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო იასეს ასული მეხუზლა იასე რაჭველის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსი მაქსიმეს ძე მეხუზლა იასე რაჭველის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მართა მაქსიმეს ასული მეხუზლა-ჯაყელისა იასე რაჭველის და იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „საქართველო და სამხრეთ რუსეთი“.