რეგისტრირებული ფაქტები90064
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 10 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოს თევდორე დავითის ძე ჟორდანიას მარცხენა თვალზე მხედველობა დააკლდა და თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა საგარეჯოში სამკითხველო გახსნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 აპრილს გორში ვასილ ალექსის ძე აბაშიძისა და ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ კომედია „ეხლანდელი სიყვარული“ და ვოდევილი „დათვი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 აპრილს თბილისის ახალი კლუბის დარბაზში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის მომღერალ-მგალობელთა ჯგუფს კონცერტი უნდა გაემართა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე ქართული სექციის წევრებად აირჩიეს მარიამ დემურიასი, ალექსანდრე სოლოღაშვილი, ნიკოლოზ გოცირიძე, იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე, კონსტანტინე ხახანაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში კაპიტონ გოგოლაძისა და შალვა შარაშიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა იუმორისტული ჟურნალი „ახალი მათრახი“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილი 26 წელი მუშაობდა ექიმად ერევნის, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილის ხელმძღვანელობით დუშეთში წიგნსაცავ-სამკითხველო დაარსდა.

