რეგისტრირებული ფაქტები90068
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 დეკემბერს ხაშურის თეატრში ქეთო კალაძის, ალექსანდრე კორძაიას, ალ. ქუთათელაძის, მ. კვალიაშვილის, ვასილ ხოზბერაშვილის და სხვ. მონაწილეობით ერთმოქმედებიანი ვოდევილი „მოულოდნელი შემთხვევა“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილი „ზაკავკაზსკაია რეჩის“ რედაქტორი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 იანვარს ნაძალადევის თეატრში სვიმონ სვიმონიძის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად ალექსანდრე სუმბათაშვილის დრამა „ღალატი“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 იანვარს ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ სოსო ივანიძისა და სოსო ჟივიძის მონაწილეობით ავქსენტი ცაგარლის პიესა „ქართველი დედა“ წარმოადგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი სოხუმში გაგზავნეს სამკურნალოდ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ა. პავლიაშვილი ბაქოს ქართულ სცენაზე მუშაობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო მაღალაშვილი სწავლობდა კადეტთა კორპუსში და რადგან კარგი ხმა ჰქონდა, პროფესორ ევგენი რიადნოვის სტიპენდიით შინ ემზადებოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ქუთაისში წარმოადგინა პიესა „ცქრიალა" ვალერიან გუნიას, სვიმონ სვიმონიძისა და კონსტანტინე შათირიშვილის მონაწილეობით.

