რეგისტრირებული ფაქტები91605
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ქრისტინე დგებუაძე ავად იყო და საავადმყოფოში იწვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 იანვარს თბილისის ახალი კლუბის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო კონსტანტინე ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ინვარს თბილისის თეატრში გაიმართა ნ. ა. გრედესკულის ლექცია „რუსეთი და მისი ერნი“.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის 21-22 ივლისს ლავრენტი ბერიამ თბილისის პარტიული აქტივის კრებაზე კომუნისტური პარტიის ისტორიის შესწავლის აუცილებლობაზე ილაპარაკა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 მაისის „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთელი საქმიანი ვიზიტით პეტერბურგში იმყოფებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 მაისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო-ანუ თავდადება ქართველთ“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი პეტერბურგში, სენატის სხდომაზე თბილისის საავადმყოფოს განხილვის საქმეს უნდა დასწრებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, ივანე ბერძენოვმა არქიმანდრიტი მაკარი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრიდან ძვირფასი ნივთების წაღებასა და მისაკუთრებაში დაადანაშაულა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, ივანე ბერძენოვი სასამართლომ ცილისწამებაში დაადანაშაულა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, არქიმანდრიტ მაკარ ბესარიონის ძე ყიფშიძეს საეკლესიო ნივთები არ მიუსაკუთრებია.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო ყიდდა გაბრიელ და მიხეილ იასეს ძე სულხანოვების მამულს თბილისში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თავდაცვის ფონდის მთავარი გამგეობის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრნენ: ახლად არჩეული გამგეობის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი აფხაზი და ალექსანდრე ჟორჟოლიანი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 1-ელ თებერვლამდე მიხეილ სპირიდონის ძე მაჭავარიანი ნავსადგურთა სამმართველოს ინჟინერ-მშენებელი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სვიმონ ნათიძე დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის ვაჟი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ნათიძე დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის ვაჟი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვერა აბრამის ასული ნათიძისა დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის რძალი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ნათიძე დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის შვილიშვილი იყო.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 7 ნოემბერს ალესანდრე თოიძე ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლონდონის“ მეპატრონე გახდა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია იაკობის ასული ნიკოლაძე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე იაკობის ასული ნიკოლაძე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.

