საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33334

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლიდან, კირილე ქუთათელაძე ქართულ არმიაში მსახურობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს კირილე ქუთათელაძე საარტილერიო სასწავლებლიდან კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში მოხვდა.

2023

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 4 ივლისის N04/07/02 განკარგულებით კოტე აფხაზი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით და მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს კოტე აფხაზისა და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა საბჭოთა საოკუპაციო ჯარს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებისას კოტე აფხაზმა კატეგორიული უარი განაცხადა თბილისის დატოვებაზე. „თბილისი – საქართველოა, და ვინც თბილისს სტოვებს, ის ტოვებს საქართველოს“ – იყო მისი პასუხი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს კოტე აფხაზი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამფუძნებელი კრების მიერ იმავე წლის ივლისში დამტკიცდა კიდეც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 თებერვალს კოტე აფხაზი პოლკოვნიკის წოდებით გადადგა რუსეთის არმიის სამხედრო სამსახურიდან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვალ-სექტემბერში კოტე აფხაზი აქტიურად მონაწილეობდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, რაც 1917 წლის სექტემბერში დაგვირგვინდა წარმატებით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ივნისში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906-1913 წლებში კოტე აფხაზის უშუალო ხელმძღვანელობით გაიყვანეს რკინიგზა კახეთში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს კოტე აფხაზისაბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის lII ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის lV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს კოტე აფხაზი სპარსეთში, თავრიზის საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში ირიცხებოდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლიდან კოტე აფხაზი 39-ე საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი ფურცელაძე 1915 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს გიორგი ფურცელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გიორგი ფურცელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გიორგი ფურცელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გიორგი ფურცელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 მაისს გიორგი ფურცელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 მაისს გიორგი ფურცელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, გიორგი ფურცელაძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.