საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91616

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ ტაძრის დღეობისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება აღასრულა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის ქაშუეთის ტაძრის წინამძღვრის, მ. ტყემალაძისა და სასულიერო სემინარიის მასწავლებლის, ილია ფერაძის თაოსნობით, ახალი საკვირაო სკოლა გაიხსნა, სადაც სემინარიის მეექვსე კლასის მოწაფეები ისწავლიდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის ქაშუეთის ტაძარში ეპისკოპოსმა ლეონიდემ ღვთისმშობლის „დაუჯდომელი“ წაიკითხა, რის შემდეგაც ტაძრის წინამძღარმა მ. ტყელამაძემ ქართულ ენაზე იქადაგა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრი ნიკოლოზ ივანეს ძე პრიბილი თბილისის გუბერნატორის კანცელარიის რევიზიას აწარმოებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევი „წმინდა მღვდელ-მოწამე აბიბოს ნეკრესელი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ხუთმოქმედებიანი პიესა „კოტრი აზნაური“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს ეფემია მესხი ასრულებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში 5 კაპიკად იყიდებოდა კოტე მესხის მიერ შეკრებილი „იმერული სცენები“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „ქუთაისის ბანკის მეორე სხდომა, 15 მაისი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუარსაბ ლოლუამ ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუკა ასათიანმა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თხოვნით, მათთან თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 მაისის „დროების“ ცნობით, სურგუნოვის ინიციატივით, სოლოლაკის 5 ქუჩა გაზით გაანათეს.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 4 თებერვალს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილი.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 7 თებერვალს შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილს სახლიდან (მატინოვის ქუჩა N6) ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში გადაასვენებდნენ და წირვის შემდეგ იქვე, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შოთა კარბელაშვილი პეტრე გრიგოლის ძე კარბელაშვილის ვაჟი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილი ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ და ფილიმონ გრიგოლის ძე კარბელაშვილების ძმისწული იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მღვდელი და დეკანოზი ძმები, ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ და ფილიმონ გრიგოლის ძე კარბელაშვილები ოჯახებითურთ იუწყებიან ძმისწულის, შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილის გარდაცვალებას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ანდრო და გიორგი ლევანის ძე ქავთარაძეებმა 100 მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საადგილმამულო კომიტეტის თავმჯდომარე ს. გ. ვეიდენბაუმი თბილისის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოს წევრად და საქმეთა მმართველად დაინიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტავროპოლის საოლქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ხლოპონინი თბილისის მომრიგებელი სასამართლო პალატის წევრად დაინიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლეების თანაშემწეები, ლიგენზევიჩი და კ. მ. შნეიდერი თბილისისა და ზუგდიდის მომრიგებელ მოსამართლეებად დაინიშნენ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაქოელი ინჟინრები, გ. თუმაევი, ი. ადამოვი და ჯ. და პ. აკოპოვები თბილისის ქაღალდის ქარხნის მშენებელი საზოგადოების დამფუძნებლები იყვნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა კ. გვასალიას კორესპონდენცია 26 ნოემბერს ოჩამჩირის მახლობლად ჩაძირული სამგზავრო გემის შესახებ.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ქვემო ხოდაშნის მამასახლისმა დიმიტრი ბურნაძემ შეიპყრო იმავე სოფლის მკვიდრის, მართა შიუკაშვილის ცხვრის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირები – ლევან შიუკაშვილი, დიმიტრი ხმალაძე და ლევან ავბეწვაშვილი, რომლებმაც სასამართლოზე დანაშაული აღიარეს.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატამ მკვლელობაში ეჭვმიტანილების, კასან-ალი-ოღლისა და ბაირამოვის საქმის განხილვა დაიწყო, მაგრამ ვექილ კოროლკოვის სიმთვრალის გამო მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა და პროცესი 11 დეკემბრისთვის გადადო.