რეგისტრირებული ფაქტები91628
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-11 წლებში ტიმოთე ქრისტეფორეს ძე ლორია ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 სექტემბერს სასოფლო-სამეურნეო სადგომში გამართულ საზოგადო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელთა კრებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი და სხვ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911-17 წლებში ფილიმონ მახარობელას ძე მელაძე ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ლევან ჩერქეზიშვილი თბილისის საადგილმამულო ბანკის დამაფასებელი კომისიის თავმჯდომარე იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის სექტემბერში თბილისის საადგილმამულო ბანკის დამაფასებელი კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჩერქეზიშვილმა დრამატული საზოგადოების გამგეობას ქართული თეატრის აღსადგენად 200 მანეთი გადასცა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912-17 წლებში ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1829
ტიპი: თანამდებობა
1829-54 წლებში იესე სეხნიას ძე შენგელია ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1856
ტიპი: გარდაცვალება
1856 წლის 20 დეკემბერს ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იესე სეხნიას ძე შენგელია გარდაიცვალა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს თადეოზ დიანოსის ძე კანდელაკი ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856-60 წლებში მაქსიმე გრიგოლის ძე კანდელაკი ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873-96 წლებში ლუკა ივანეს ძე კანდელაკი ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896-97 წლებში პავლე გიორგის ძე შენგელია ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897-1903 წლებში გიორგი ბესარიონის ძე შენგელია ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივლისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების შენობაში გიორგი თუმანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა სხდომა, რომლის გადაწყვეტილებითაც კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენაზე ბეჭდვითი განყოფილება ჩააბარეს „კავკაზკი ვესტნიკის" გამომცემელ ვასილ ყორღანოვს.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს კიევის უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე ტომაშევსკი თბილისიდან ბათუმში წავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს აგრონომი არტემ ფირალოვი რეგიონებში მოგზაურობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საგენერალო შტაბის ციხის უფროსი, პოდპოლკოვნიკი ილია ოდიშელიძე წმ. სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912-17 წლებში ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 სექტემბერს გიორგი თაზიშვილის მეთაურობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გორში გაიმართა წარმოდგენები „დედინაცვალი“ და „მამის მკვლელი“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილიკო სინჯიაშვილის მიერ კაკაბეთში თქმული ხალხური ლექსი „ლექსი რუსთველზე“.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 28 სექტემბერს შეიქმნა კომიტეტი, რომლის წევრებიც იყვნენ: პ. ი. თუმანიშვილი, მიხეილ და იოსებ გედევანიშვილები, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, გიორგი ლასხიშვილი, შალვა მიქელაძე, მიხეილ ქორელი, ივანე ზურაბიშვილი და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი. კომიტეტს ქართული თეატრის აღსადგენი თანხების მოძიების დასაწყებად მეფის მოადგილისგან ნებართვა უნდა მიეღო.

