რეგისტრირებული ფაქტები90115
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე მახათელი ნინა მახათელი-შალიბაშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 თებერვალს სოფელ ნინოწმინდაში წმ. ნინოს ტაძარში მარიამ (მაიკო) ნიკოლოზის ასულ მათიკაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 6 იანვარს გორში ნინა გიორგის ასული მახათელი-შალიბაშვილი უდროოდ გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რევაზ გიორგის ძე შალიბაშვილი ნინა გიორგის ასულ მახათელის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იულია დავითის ასული მახათელი ნინა გიორგის ასულ მახათელის დედა იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მამა დავითის ტაძარში ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 3 წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენეევი გაემგზავრა პეტერბურგში. მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა მისი მოადგილე ინჟინერი ი. ს. შაიკევიჩი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ეფროსინე ჭიჭინაძის ინიციატივით გახსნილ მოსამზადებელ სასწავლებელში სწავლის საფასური წელიწადში 45 მანეთი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგმა თბილისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელს 423.50 მანეთი შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ფოთში ნიკო ჩიტაიას მაღაზია გატეხეს და 500 მანეთის ვერცხლისა და ოქროს ნივთები წაიღეს.

