საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90127

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის სტატიის „მშვენიერება“ (სერგეი მაკოვსკის წერილიდან) მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის წერილი „პირველი კომიტეტი“.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ბებურ გურგენის ძე ბებურიშვილი ოზურგეთის ქალაქისთავი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ისაკის ასულ ხოსიტაშვილის ლექსი „უდაბნოთ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძის ლექსი „ცრემლი მერევა, გული მიკვნესის“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის მოთხრობა „სუმბული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „მწარედ ვიცინი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი პიესის „რეაქცია“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ხარხარი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის წერილი „ყეენობა ჯავახეთში“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში ვაჟა-ფშაველა თბილისში მოემგზავრებოდა და გზად ტოლათსოფელში გაათია ღამე ვასილ კოპტონაშვილთან.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს პაპანდოპულო მასწავლებლად მუშაობდა ახალქალაქში.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ფრაგმენტები ანტონ ფურცელაძის მოთხრობიდან „მართა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული სერგი მესხის ნარკვევი „მეყველეებთ ამხანაგობა“ ეხება კერძო სამეწარმეო ამხანაგობების რუსულ გამოცდილებასა და საქართველოში მისი დანერგვის აუცილებლობას.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი გრიგოლ თარხან-მოურავის წერილისა „საჭიროა ჩვენთვის ურთიერთის შემწეობა, თუ არა“, რომელშიც საუბარი იყო ეკონომიკურ საკითხებზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 3 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ხითაროვის მიერ თარგმნილი პეტრე ვეინბერგის ლექსი „ვისპერგის დედაკაცები“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის ზღაპარი „ომალ-ხან ჩოფანი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის მოთხრობა „კაკო დიაკვანი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 3 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის წერილი „ღირს სახსოვარი“, რომელშიც ავტორი იგონებდა ვლადიკავკაზში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 ივნისს გამართული ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების კრების (თავმჯდომარე იაკობ ჩიმაკაძე) დადგენილებით საზოგადოებას ვალერიან გუნიასთვის მადლობა უნდა გამოეცხადებინა გასულ სეზონზე დრამატული დასის ხელმძღვანელობისთვის.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი „პაწია შენიშვნა მოგზაურ დასებს“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის ივნისში ქართული თეატრის დირექტორად ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი აირჩიეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 22 ივნისს კავკასიის მეფისნაცვალმა დაამტკიცა ქართულ წარმოდგენათა მმართველი საზოგადოების წესდების პროექტი, შედგენილი ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძის მიერ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზების მმართველობამ გადაწყვიტა შესადარებლად გამოეცადა ნავთით განათების სამი ახალი სისტემა –„ამერიკული ვაშინგტონის“, „გერმანული ვაშინგტონისა“ და ინჟინერ ევგენი გალკინის გამოგონებული.