საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაპატიმრებულ გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას დამთავრებული ჰქონდა 1-ელი ტექნიკუმის 7 კლასი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 18 ივნისს გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია არალეგალური მუშაობის ბრალდებით დააპატიმრეს .

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლიდან სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილი სოციალ-დემოკრატების იატაკქვეშა საქმიანობაში ჩაერთო.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილს 3 კლასის განათლება ჰქონდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 31 ივლისს დაკავებული სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშილის საქმის მიხედვით, მას ჰყავდა პურის მცხობელი მშობლები, ისინი თესდნენ პურს. მუღლე − ლეონიდა, 27 წლის, მსახურობდა მე-12 კომისარიატში, ცხოვრობდა დიდუბეში; შვილები − რევაზი, 11 წლის; მერი − 6 წლის.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილი დახვრიტეს როგორც „აგვისტოს ავანტურის“ მონაწილე. დახვრეტის შესახებ ანკეტა შევსებულია 1961 წლის 23 ივლისს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 31 ივლისს დაკავებული სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მას ბრალად სდებდნენ მენშევიკობას და მათდამი თანაგრძნობას, რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ არასდროს მდგარა მათ მხარეს. მეორე ბრალდება ის იყო, რომ ბობოკაშვილი სახლში მალავდა და იფარებდა ნოე ხომერიკს. ბობოკაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე იყო გურული და ხომერიკი მათ ესტუმრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ეს ადამიანი, ხომერიკმა მათთან დაჰყო 4-5 დღე, რის შემდეგაც ბობოკაშვილმა მეუღლეს სთხოვა სტუმარი სახლიდან გაეშვა. მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რომ ხომერიკი იყო. ხომერიკმა ერთხელ მიიყვანა მათთან ვანო ხმალაძეც.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 2 აგვისტოს წინასწარი დადგენილებიდან ირკვევა, რომ ჩეკას წარმომადგენელი ჯალაღანია გაეცნო დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ბობოკაშვილს ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციონერობა, კერძოდ, მენშევიკების პარტიისადმი მიკუთვნებულობა და აქტიური მუშაობა მათ რიგებში. ამის შემდეგ ჯალაღანიამ გასცა განკარგულება, დაეკავებინათ ბობოკაშვილი და მიეცათ პასუხისგებაში. 2 აგვისტოს გაიცა ბობოკაშილის სახლის ჩხრეკის ორდერი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 31 ივლისს სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილი საქართველოს ჩეკამ დააპატიმრა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 25 მაისს დაპატიმრებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, მან წერა-კითხვა იცოდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 25 მაისს დაკავებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, მას ჰყავდა მშობლები: მიწის მუშა მამა და დიასახლისი დედა, ცხოვრობდნენ დიდ ჯიხაიშში; მეუღლე − მაკრინე მერაბის ასული, 58 (60) წლის, დავრდომილი; შვილები − ევა, 26 წლის, ოჯახში მომუშავე; სონია (ქსენია), 19 წლის; ძმები − ნოე, 25 წლის, მიწის მუშა; გიორგი, მენშევიკი, რომელიც ასევე დაიჭირეს.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს სოლომონ ჟორჟოლიანთან მივიდა კუხალეიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციაში გაწევრიანების თხოვნით. ჟორჟოლიანმა იგი უარით გაისტუმრა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს დაპატიმრებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, ის დიდ ჯიხაიშში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, რომლის წევრებიც იყვნენ: სერგო პლატონის ძე ცაგარეიშვილი, ლორთქიფანიძე, რომლის სახელიც არ ახსოვდა, ალექსანდრე სანაძე, რომელიც დიდ ჯიხაიშში ვაჭრობდა, და ა.შ. სულ ცხრანი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლიდან სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღემდე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წლის 3 ივნისს სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი დაკითხა გამომძიებელმა ძაგანიამ. ის იყო 57 წლის. მას ჰქონდა 7 ქცევა მიწა, სახლი და დუქანი სამტრედიაში, სადაც ვაჭრობდა ხოლმე.

ტიპი: ნასამართლეობა

სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი დააპატიმრეს 1924 წლის 25 მაისს, კომენდატურაში მიიღეს 4 ივნისს („საკამენდატუროში მიღებულია პატიმარი ჟორჟოლიანი სოლომონ“, ხელს აწერს თანამშრომელი მესხი), საქმის წარმოება დაიწყო 1924 წლის 11 აგვისტოს. იქამდე, 3 ივნისს, დაკავებული დაჰკითხა ძაგანიამ. ჟორჟოლიანს ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე ის, რომ საკუთარ ძმასთან ერთად ყოველდღე წმენდდა იარაღს. (ოქმზე, რომელშიც ჟორჟოლიანს შევსებული აქვს საკუთარი მონაცემები დაპატიმრების დროდ მითითებულია 25 მაისი, უფრო ქვემოთ დაკავებულის ხელმოწერის დღედ მითითებულია 4 მაისი).

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წელს დაკავებული თარასხან დიმიტრის ძე ეშბას საქმის მიხედვით, მას ჰყავდა: მამა, დემეტრე – 70 წლის, მეურნე; დედა – 65 წლის; მეუღლე, მარია – 30 წლის; შვილი, თამარი – 6 წლის; ძმა, ასტამური – 30 წლის.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 2 აპრილს თარასხან ეშბას 9-კაციანი ბანდა მილიციასთან შეტაკებაში მოჰყვა, დიდი ხნის სროლის შემდეგ ბანდა 3 ნაწილად დაიშალა და წევრები სხვადასხვა ადგილზე მიიმალნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს თარასხან ეშბა კომუნისტური მოძრაობის ჩახშობაში მონაწილეობდა. გასაბჭოების დროს იგი აფხაზეთიდან ჩუმად გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა იატაკქვეშ ემუშავა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წელს დაკავებული თარასხან დიმიტრის ძე ეშბა იყო ეროვნებით აფხაზი, სოციალური წარმოშობით თავადი, მიწათმოქმედი.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს დაპატიმრებულ თარასხან დიმიტრის ძე ეშბას გავლილი ჰქონდა ორწლიანი სასკოლო მომზადება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლიდან თარასხან დიმიტრის ძე ეშბა სამურზაყანოს კომისარი იყო. 1918 წლის მაისიდან 1919 წლის თებერვლამდე სამურზაყანოში, ბედიაში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა და მიწაზე მუშაობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 12 მაისს დაკავებულმა ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავამ შიმშილობა გამოაცხადა და ცალკე საკანში გადაყვანა მოითხოვა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაპატიმრებულ ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავას ჰყავდა მამა, მაქსიმე – 62 წლის, უმუშევარი; დედა, ოლგა – 50 წლის, უმუშევარი; მეუღლე – 28 წლის, უმუშევარი; ძმები: ვარლამი – 24 წლის; ვლადიმერი – 37 წლის.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაპატიმრებულ ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავას კომერციული ინსტიტუტის 3 კურსი ჰქონდა გავლილი.