საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15485

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს დაიწყო ვაკის კეთილმოწყობა, რადგან ეს ადგილი სიმწვანის გამო საცხოვრებლად კარგი აღმოჩნდა. კონკურსში გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, არჩილ ქურდიანის პროექტმა „ლამარამ“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 4 მარტს საქართველოს კომპარტიის ჭიათურის რაიკომის მდივანმა გ. კალმახელიძემ და მარგანეცის ტრესტის მმართველმა ს. ჭანკვეტაძემ გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნეს განცხადება სტახანოველი უშანგი მაჭავარიანის მიერ გეგმის გადაჭარბებით შეასრულების შესახებ.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 24 მარტის „კომუნისტი“ იუწყება, რომ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტისა და ისტორიკოს მარქსისტთა საზოგადოებრივმა ბრიგადამ, რომლის წევრები იყვნენ ბუდილოვი, ქადეიშვილი, ხეჩუმიანი, ლიუდვიგოვი, პიასეცკი, დაადგინა, მოგონებები, რომლებშიც ს. თალაკვაძე  საუბრობს სტალინზე, მავნეა და მათი მიხედვით საქ. კ. პ (ბ) ისტორიის შესწავლა დანაშაულია.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 12 იანვარს საქართველოს საბჭოების მე-7 ყრილობამ მოისმინა კოლხიდმშენის მმართველის, ბესარიონ გოგიას მოხსენება კოლხეთის ჭაობების დასაშრობად გაწეული სამუშაოების შესახებ. სამომავლოდ ამ ტერიტორიაზე ციტრუსისა და ჩაის პლანტაციების გაშენებას, ასევე კურორტის მოწყობას გეგმავდნენ.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს სენაკის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარე დიომიდე ქუჩულორიამ გაზეთ „კომუნისტში“ სენაკის მაზრაში ახალამუშავებული ჰიდროელექტროსადგურის შესახებ ისაუბრა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „კომუნისტში“ აბჰესის განვითარების შესახებ ჰესის სააღმშენებლო კომიტეტის თავმჯდომარის − სამსონ მამულიას მოხსენება გამოქვეყნდა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 23 ივნისს ლ. ბერიამ ტფილისის პარტიული აქტივის კრებაზე საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცკ-ის ივნისის პლენუმის შედეგები შეაფასა და სხვა საკითხებთან ერთად აბელ ენუქიძის პოლიტიკური გახრწნის შესახებ ისაუბრა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის ზაფხულში დავით დემეტრაძე მწერალთა კავშირის გაფართოებულ კრებაზე მოხსენებით გამოვიდა.

1935

ტიპი: ავტორობა

ვალ. მგალობლიშვილის სტატიაში, „ლიტერატურული მემკვიდრეობის შეფასებისათვის“, გაკრიტიკებულია ის ავტორები, რომლებიც „სთესდნენ სიძულვილს ქართველი კლასიკოსების მიმართ“. ისინი ქართული ლიტერატურის ძეგლების შეფასებისას იშველიებდნენ ჩვენი პარტიული კრიტიკის წარმომადგენლების და კერძოდ, ამხ. ფ. მახარაძის შრომებს ლიტერატურის საკითხებზე. იმ შრომებს, სადაც არასწორი, არსებითად ლიკვიდატორული აზრებია გამოთქმული ქართველ კლასიკოსებზე.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს ცკ-ის ბრძანებით, ანტირელიგიური პროპაგანდის გააქტიურებასთან დაკავშირებით მოხსენებები და ლექციები უნდა წაკითხულიყო. ბიბლიოთეკებსა და ქოხ-სამკითხველოებში გამოეფინათ ანტირელიგიური ლიტერატურა; მოეწყოთ გასართობები, რათა ხალხი რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად არ წასულიყო. განცხადებას ხელს აწერდნენ საქართველოს ცკ-ის მდივანი, გიორგი ყურულაშვილი და აგიტპროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე, კ. მეგრელიძე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს ინჟინერმა დოგროვოლსკიმ ხე-მცენარის მასალით შენობის აგების სისტემა გამოიგონა, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ რკინის ნაცვლად ხე-ცემენტს გამოიყენებდნენ.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 16 ნოემბერს ვ. დოლიძე გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ დატოვა მოღალატე სოციალ-შოვინისტები (ასე უწოდებდა მენშევიკებს, რომელთა წევრი 1905-1921 წლებში იყო) და 1921 წლიდან ბოლშევიკებს თანაუგრძნობდა.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის მუშების დაპირება წუნდებული პროდუქციის 8,2%-დან 5%-მდე შემცირების შესახებ არ სრულდებოდა.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს მთავრობის მიერ რიონჰესის ექსპლუატაციაში მისაღებად გამოყოფილი კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა ბაუმგარტმა პრესის წარმომადგენლებთან რიონჰესის საკონტროლო გამოცდის შესახებ ისაუბრა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 მარტს კომუნისტურმა პარტიამ გახსნა საბჭოთა აღმშენებლობის კურსები, რომელთა გავლაც სავალდებულო იყო სამუშაო ადგილზე ყველა გაგზავნილისთვის. კურსებზე შალვა ელიავა და მიხეილ ოკუჯავა კითხულობდნენ სალექციო კურსს: „პოლიტიკა და საბჭოთა მთავრობის დამყარების აუცილებლობა საქართველოში“, მამია ორახელაშვილი – „საბჭოთა რუსეთის, კერძოდ, საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა“, ნაზარეთიანი – „საბჭოთა მე-8 სიეზდის მუშაობა და რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-10 სიეზდი“, ფილიპე მახარაძე და ბესარიონ კვირკველია – „საქართველოს კომპარტიის პოლიტიკა და საბჭოთა აღმშენებლობა“.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის გაზაფხულზე ს. არუთინოვმა თბილისის ორგანიზაციის სტალინის სახელობის რაიკომის პლენუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ რაიონის ორგანიზაციებში პარტიული მუშაობის გარდაქმნა ჩატარებულია მხოლოდ ფორმალურად, რეალურად კი პარტიის წევრი ჯერ კიდევ არ დგას პარტორგანიზაციის ყურადღების ცენტრში ისე, როგორც ამას მე-17 პარტყრილობის გადაწყვეტილება მოითხოვს.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 10 მაისის გაზეთი „ კომუნისტი“ ავტომუხრუჭების ახალი სისტემის გამომგონებელ თენგიზ ევგენის ძე შავგულიძეზე წერდა. გაზეთის ინფორმაციით, ინჟინერ-კონსტრუქტორებთან ერთად ახალი პარტიისათვის სამუშაო ნახაზის დასრულების შემდეგ საცდელი ჩვენება ამიერკავასიის რკინიგზაზე გაიმართებოდა.

1924

ტიპი: ავტორობა

საქმეს თან ერთვის ვ. ჩიტაშვილის დასმენის ორი წერილი. პირველში ის ამტკიცებს, რომ სალუქვაძე გურიის არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მისი ფსევდონიმები იყო „ამირანი“, „გოქაპირი“, „რევაზი“, დასმენის მეორე წერილში ჩიტაშვილი ვანო ცომაიას შეიარაღებული ბანდის წევრად მოიხსენიებს.

1924

ტიპი: ავტორობა

ივანე ცომაიას საქმეში დევს ნოე რამიშვილის წერილი მის სახელზე. რამიშვილი დაპატიმრებული ბოლშევიკების შეწყალებას შეუძლებლად მიიჩნევს და ბრძანების შეუსრულებლობის გამო ცომაიას პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს თბილისის საწარმოთა შეფორგანიზაციების საქალაქო კრებაზე საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარმა, თევდორე ღლონტმა სიტყვა წარმოთქვა სახალხო სესხის მნიშვნელობისა და სესხის სოფლად გავრცელების საქმეში შეფორგანიზაციების როლის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 მარტს, განათლების კომისარ ალექსანდრე სვანიძის ხელმოწერით, გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები ვალდებული იყვნენ დამორჩილებოდნენ განათლების კომისარიატს.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის პირველი ივნისის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ თეფიკ რუშტი ბეის განაცხადებით, მისი ქვეყანა ერთა ლიგაში საბჭოთა კავშირის შესვლის შესაძლებლობას მიესალმებოდა.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ევგენი ხარაძემ დაბა აღობილში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მშენებლობასა და ამ ობიექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 14 ივნისს გაზეთ „კომუნისტში“ თეატრის კრიტიკოსი ანატოლი გლებოვი რუსთაველის თეატრის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტატიაში წერდა, რომ სანდრო ახმეტელი საჯარო გამოსვლებში კულტურის კლასობრივი რაობისადმი არასაკმარის ყურადღებას ამჟღავნებდა.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 18 ივნისის გაზეთი „კომუნისტი“ წერდა, რომ საბჭოთა საქართველოს მწერლების პლენუმზე მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძემ გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა. წერილში გამსახურდია ხელისუფლების მიერ ტალანტების შევიწროებაზე წუხდა.