რეგისტრირებული ფაქტები93536
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920-იან წლებში, თეთრი მოძრაობის საბოლოოდ დამარცხების შემდეგ, ევგენი იმნაძემ დატოვა ევროპა და დაფუძნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
1920
ტიპი: ღონისძიება
წითელ არმიასთან თეთრი მოძრაობის წარუმატებელი სამხედრო მოქმედებების ფონზე, 1920 წლის დასაწყისში ევგენი იმნაძემ დატოვა რუსეთი და წავიდა ემიგრაციაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 15 ოქტომბრიდან 1919 წლის 8 ნოემბრამდე იყო ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბრიდან ევგენი იმნაძემ დატოვა საქართველოს და შეუერთდა გენერალ დენიკინის თეთრ მოძრაობას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 მაისიდან ევგენი იმნაძე მთავარსარდლის შტაბის ჩინოსნების რეზერვში ირიცხებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ევგენი იმნაძე ქართულ ჯარში საველე არმიის შტაბის უფროსად მსახურობდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 5 დეკემბერს ევგენი იმნაძეს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 24 ნოემბერს ევგენი იმნაძე გადაიყვანეს ციმბირის მე-14 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 29 ივლისს ევგენი იმნაძე დაინიშნა კავკასიის მე-12 მსროლელი პოლკის მეთაურად.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის მარტიდან ევგენი იმნაძე მსახურობდა 50-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის შემდეგ გიორგი სუმბათაშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მიუწვდომელია.
1921
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ-ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ საქართველოს მთავრობის წევრებისა და ქართველი გენერალიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში.
1921
ტიპი: ღონისძიება
რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, გიორგი სუმბათაშვილი მონაწილეობდა 4-5 მარტის ოსიაურის ბრძოლაში, ასევე 18-20 მარტის ბათუმის ბრძოლაში, სადაც ქართულმა შენაერთმა გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით ბათუმიდან განდევნა თურქ ქემალისტთა ჯარები.

