რეგისტრირებული ფაქტები92919
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: გარდაცვალება
როსტომ წერეთელი დაიღუპა 1923 წელს, ბოლშევიკური რეჟიმის მხრიდან ქართული არისტოკრატიის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი რეპრესიების დროს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში როსტომ წერეთელი მეთაურობდა დარიალი-ვლადიკავკაზის მიმართულების ჯარებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
როსტომ წერეთელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს როსტომ წერეთელი გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანების გამო, მუნდირით და პენსიით.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 1 დეკემბერს როსტომ წერეთელი ნიჟეგოროდის დარაგუნთა 44-ე პოლკის დროებით მეთაურად დაინიშნა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1878 წლებში როსტომ წერეთელი რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა, სადაც ისახელა თავი ყარსის ციხესიმაგრის შტურმში.
1938
ტიპი: გარდაცვალება
დიდი საბჭოური რეპრესიების დროს, 1938 წლის 2 იანვარს, არტემ ჯიჯიხია დააპატიმრეს, ანტისაბჭოთა განწყობებისა და მოღვაწეობის ბრალდებით გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სხვა ვერსიით – დახვრიტეს. მისი საფლავი არ არსებობს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან არტემ ჯიჯიხია აქტიურ სამხედრო და საზოგადო მოღვაწეობას ჩამოშორდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
არტემ ჯიჯიხია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ზოგიერთი სხვა ქართველი გენერლის მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა საქართველოში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, არტემ ჯიჯიხია თბილისის მიმართულებაზე იყო ლილო-ორხევის ფრონტის სარდალი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1921 წლებში არტემ ჯიჯიხია მსახურობდა სახალხო გვარდიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამეთაურო და საშტაბო თანამდებობაზე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 56 წლის მიტროპოლიტი ნაზარი ანდრიას ძე ლეჟავა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 24 წლის ანიკიტ (ონიფანტე) ივლიანეს ძე არეშიძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 19 წლის ივანე მოსეს ძე სიფრომაძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, იაკიმე გრიგოლის ძე სირაძე (ალიბეგაშვილი).

