რეგისტრირებული ფაქტები87657
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა ბათუმში „ვოგზალის ბუფეტში“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა ოზურგეთში, კონსტანტინე თავართქილაძის მაღაზიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა გორში, კონსტანტინე ცხვედაძის მაღაზიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა ხონში, ნესტორ წერეთლის მაღაზიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მიერ გამოცემული წიგნები ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსი სანაიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია სოხუმის მეორე გილდიის ვაჭრის- თურქიას მიერ ჰამბურგის ლატარეაში 200 688 მარკის მოიგების თაობაზე ტყუილი აღმოჩნდა. მას სულ რაღაც 60 მარკა მოუგია, სანაიამ კი მკითხველი და თურქიას საახლობლო შეცდომაში შეიყვანა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 23 თებერვალს გაიმართებოდა სპექტაკლი „გულმა იგრძნო“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ბარბარე ავალოვისა, ლეონიძისა, თამაროვისა, ბარბარე ჩერქეზოვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ხუციშვილი, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 17 თებერვლის კრებაზე, რომელიც შავიზღვისპირეთის მიდამოებში მოქალაქეების დასახლებას ეხებოდა თავისი მოსაზრება გამოთქვა იურიევიჩმა. მისი აზრით, ყაზახების ცხოვრების წეს-წყობილება, ჩვეულება და უნარი არ შეესაბამებოდა ასეთ საკულტურო საქმეს. ამიტომ შავი-ზღვის მიდამოებში უნდა მოეწვიათ ქართლელები, იმერლები და მეგრელები იმ ადგილებიდან, სადაც კარგად იცოდნენ ვენახის მოვლა, ხოლო ბერძნები იმ ადგილებიდან - სადაც თამბაქოს მოყვანა იყო გავრცელებული. იურიევიჩს დაეთანხმა ეროპკინი და დაურთო, რომ ამ საქმისთვის რუსების მოწვევაც კარგი ვარიანტი იქნებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დიმიტრი ბაქრაძე იმყოფებოდა სტამბოლში, სადაც უნდა შეემოწმებინა საბუთები ბათუმის მაზრის მიწის მფლობელობის შესახებ. სტამბოლის გაზეთების ცნობით, სომეხთა ეროვნული სამეცნიერო კრების კომიტეტის დადგენილებით უნდა შეედგინათ დეპუტაცია, რომელიც წარდგებოდა ბაქრაძის წინაშე და გამოუცხადებდნენ მადლობას სამეცნიერო და სამრეწველო მოღვაწეობისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის მაზრის წინამძღოლი ივანე დავითის ძე სულხანიშვილი მაზრის თავადაზნაურობას ატყობინებდა, რომ სამაზრო კრება გაიმართებოდა 10 აპრილს, დილის 10 საათზე, სადაც მათ თან უნდა ჰქონოდათ საბუთი კენჭისყრის უფლებისა მომავალი საგუბერნიო არჩევნებისთვის.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 10 იანვარს, დილის 10 საათზე, ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული პარტიზანული რაზმის უფროსის, შტაბ-როტმისტრის, ევგენი სოლომონის ძე აბხაზავას გარდაცვალების ორი წლის თავზე სოფელ ჯურუყვეთის ეკლესიაში სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში - ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში - ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ზემო რაჭაში სახელმწიფო მოხელე აბულაძის მიერ გაკეთებული ხიდი მესამე წელს ჩაინგრა და მას შემდეგ 6 წელი გავიდა. ხიდის უქონლობის გამო 7 ადამიანი დაიხრჩო წყალში, მიუხედავად ამისა მთავრობის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამ ფაქტს.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ ჭიჩოელის ფსევდონიმით ლევან ჯანდიერის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“ დაიბეჭდა, რომლის მიხედვით, 1877 წლის 8 ივნისს გენერალმა რევაზ ანდრონიკაშვილმა დიდოელების წინააღმდეგ შეკრებილ ჯარს სიტყვით მიმართა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკის წესდების თანახმად, გაიყიდებოდა ქუთაისში მდებარე ქვითკირის სახლი, რომელიც ბესარიონ ანდრიას ძე ხელთუფლიშვილს ეკუთვნოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ტიმოთე შოთნიევი ქალაქ ორგოვის სასაზღვრო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ორგოვის სასაზღვრო გამყოფილების ხელმძღვანელი ქსანტე დგებუაძე ფოთის სასაზღვრო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ, ვ. ი. ლისნევსკის აზრით, ქალაქს მიწა უნდა შეესყიდა და ეს ადგილი მთაწმინდის ტერიტორიის ნიაღვრისგან დასაცავად გამოეყენებინა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში – ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში – ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს იასონ გაბილაია ქუთაისის სამომხმარებლო საზოგადოება „პროგრესის“ წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 თებერვალს ცენტრობანკში (თბილისი, პუშკინის ქ. N3) დანიშნული იყო ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკის“ აქციონერთა პირველი საზოგადო კრება, რომლის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოხუმის პოლიციამ დააპატიმრა გენერალ ზავადსკისა და ფილიპე ბოკუჩავას მკვლელობაში ბრალდებულები- ზაქარია ოთურბა და შაბაი მარღანია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სახლის დაწვამ, რომელიც კონსტანტინე თავართქილაძეს ეკავა, მითქმა-მოთქმა გამოიწვია, უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ცეცხლი განგებ წაუკიდეს, რათა კონსტანტინე თავართქილაძე და სავაჭრო ამხანაგობა „ს“ დაეზარალებინათ.

