საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფაელ პეტრეს ძე ისარლოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორი ერთსართულიანი კეთილმოწყობილი ქვითკირის სახლი და 242 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ გრიგოლის ძე მირზახანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში ავლაბარში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფებით, ორი ერთსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი ფლიგელით და 1060 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა. დავალიანება სულ 9271 მანეთსა და 43 კაპიკს შეადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ გრიგოლის ძე მირზახანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 6163 მანეთი და 74 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ გრიგოლის ძე მირზახანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში ავლაბარში მდებარე ერთსართულიანი კეთილმოწყობილი ქვითკირის სახლი და 200 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფემია რომანოზის ასულ პატკანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 7648 მანეთი და 77 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფემია რომანოზის ასულ პატკანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში კუკიაზე მდებარე სამსართულიანი კეთილმოწყობილი ქვითკირის სახლი სარდაფით და 50 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ პეტრეს ასულ პასკევიჩს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 29 368 მანეთი და 26 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ პეტრეს ასულ პასკევიჩს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში ნიკოლაევის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, საჯინიბოთი, ფარდულით და 321 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე და ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდათ 181 185 მანეთი და 96 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე და ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისში სასახლის ქუჩაზე მდებარე სამ და ხუთსართულიანი ქვითკირის სახლები სარდაფებითა და საყინულეთი, 267 საჟენი და 4 ¾ არშინი მიწა, რომლებსაც გადასახადის გადაუხდელობის გამო ბანკი ყიდდა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 19 დეკემბერს გაბო გოჩიშვილი მეტეხის ციხეში ძარცვისთვის დააპატიმრეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბო გოჩიშვილი გორის მაზრის სოფელ დოღლაურში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატო ადამოვი სენაკში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 დეკემბერს გაბო გოჩიშვილმა ნატო ადამოვს 478 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი მოჰპარა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ზორიევმა ყავახანიდან 310 მანეთი და 35 მანეთის ღირებულების ორი ვერცხლის საათი მოიპარა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 დეკემბერს ივანე ზორიევი ყავახანის გამყიდველი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 დეკემბერს გრიგოლ ისკანდაროვი გაძარცვეს და წაიღეს 320 მანეთის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ნივთები.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დარიკო ზაალის ასული ჯავროვი ქვრივი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 დეკემბერს იაგორ ფედოტოვმა დარიკო ზაალის ასულ ჯავროვს ნაქსოვი ბალიში და 125 მანეთის ღირებულების ნივთები მოპარა, რისთვისაც იგი დააპატიმრეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ ფედოტოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი ფიქრობდა, რომ სინოდის კანტორის ნაცვლად საეგზარქოსო მმართველობა უნდა შეექმნათ. მმართველობის გადაწყვეტილებებს ეგზარქოსი დაამტკიცებდა, ხოლო მის შემადგენლობაში პროკურორისა და ორი მდივნის ნაცვლად მხოლოდ ერთი მდივანი იქნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევმა სინოდის წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ სინოდის კანტორა გაეუქმებინათ.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა ანტონის ძე დათებოვი სამსახურიდან დაბრუნებისას ახალციხეში მოკლეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა ანტონის ძე დათებოვი პოდპორუჩიკი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პოლიკარპეს ძე შიმკევიჩს შიოევის სახლის გაკეთებაზე დახარჯული თანხის ანგარიში წარუდგინეს. სახლი თბილისის საარტისტო წრისთვის გადაკეთდა, რომლისთვისაც 45 000 მანეთი ჰქონდა ქალაქის გამგეობას გადადებული, თუმცა 50 000 მანეთი დაიხარჯა.