საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ივლისში დავით სიმონის ძე მესხი ავად იყო და ჭიათურის საავადმყოფოში იწვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში გიორგი თუმანიშვილმა სათეატრო მუზეუმს რუსულ ენაზე დაწერილი თავის თხზულებათა 3 კრებული შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში სიღნაღისა და თელავის მაზრებში იოსებ გრიშაშვილისა და იუზა ზარდალიშვილის თაოსნობით წარმოდგენები გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მირიან ბურჭულაძემ სათეატრო მუზეუმს ხონის 1911 წლის საზაფხულო სეზონის 9 აფიშა და 1 პროგრამა აჩუქა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში დავით აკოფაშვილი და მ. ღვინიაშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მსახიობი ნინო დავითაშვილი სპარსეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში ვასილ სოლომონის ძე თამარაშვილმა სასკოლო სიმღერებისა და სავარჯიშო ჰანგების კრებული გამოსცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში ქიზიყში ადგილობრივმა გავლენიანმა პირებმა სვიმონ ფაშალიშვილს სალიტერატურო საღამოს გამართვა დაუშალეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მიხეილ კავსაძემ და ძუკუ ლოლუამ წაღვერში კონცერტები გამართეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში სოფიო ეპიტაშვილმა ქართული თეატრის მუზეუმს 20 აფიშა და 2 პროგრამა შესწირა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივლისში ნინო დავითაშვილი ქუთაისის დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივლისში ალექსანდრე შანშიაშვილი თბილისის დრამატულ დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივლისში ეფემია მესხი თბილისის დრამატულ დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში გიგო გელიკურაშვილმა ქართული თეატრის მუზეუმს შესწირა 340 აფიშა და 260 პროგრამა იმ წარმოდგენებისა, რომლებშიც 30 წლის მანძილზე თვითონ მონაწილეობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მსახიობი გიორგი იშხნელი ჯარში გაიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მასწავლებელმა ნატალია ბასილაშვილმა დუშეთის სცენისმოყვარეთა წრეს 12 წიგნი (პიესების კრებულები) შესწირა.

1914

ტიპი: სტატუსი

1914 წლის 3 ივლისს იან კარლოსის ძე გვიაზდოვსკის საშუალო სკოლის გერმანული ენის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ივლისს ოზურგეთის თეატრში გიორგი ქუჩიშვილის, ნოე ჩხიკვაძის, გალაკტიონ ტაბიძის, პოლიევქტოს ირეთელის, მარგარიტა წულუკიძისა და სხვ. მონაწილეობით ლიტერატურული საღამო უნდა გამართულიყო, მაგრამ მონაწილეთა ნაწილის დაუსწრებლობის გამო საღამო არ შედგა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რაფიელ ალექსანდრეს ძე ჯიბლაძის წერილი „ნასწავლი შვილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სათეატრო შენიშვნები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ მე-6 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ფალიაშვილის ხუთმოქმედებიანი ოპერა „აბესალომ და ეთერი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ დ. არაყიშვილის თხზულებანი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას თხზულება „რკალები. მკვდარი თუ ცოცხალი?“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ორბელიანის ლექსი „მელიტონ გობეჩიას ხსოვნას“.