საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობამ უპასუხა საქართველოში გერმანული სამხედრო დელეგაციის უფროსის, გენერალ ფონ კრესის წინადადებას ფოთში, ახალ სენაკში, ზუგდიდსა და ანაკლიაში მოთარეშე ყაჩაღთა და ბოლშევიკთა ჯგუფების ასალაგმავად გერმანული ჯარის ნაწილების გაგზავნასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა ატყობინებდა გენერალ ფონ კრესს, რომ მან უკვე გააგზავნა ხსენებულ რაიონში სახალხო გვარდიისა და არმიის რაზმები, რომლებსაც ადგილზე უნდა დაემყარებინათ წესრიგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფოთში, ახალ სენაკში, ზუგდიდსა და ანაკლიაში მოთარეშე ყაჩაღთა და ბოლშევიკთა ჯგუფები აფერხებდნენ ამ რეგიონთან კავშირის დამყარებას, რის გამოც, საქართველოში გერმანული სამხედრო დელეგაციის უფროსი, გენერალი ფონ კრესი საქართველოს მთავრობას სთავაზობდა ადგილობრივ ჯართა მთავარსარდლის დასახმარებლად გერმანული ჯარის ნაწილების გაგზავნას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოში გერმანული სამხედრო დელეგაციის უფროსმა, გენერალმა ფონ კრესმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, რომ დელეგაციის მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, ფოთში, ახალ სენაკში, ზუგდიდსა და ანაკლიაში ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ყაჩაღთა და ბოლშევიკთა საკმაოდ დიდი დაჯგუფებები, რომლებიც აფერხებდნენ ამ რაიონთან კავშირის დამყარებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ 8 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის წითელი ჯვრის დამფუძნებელ კრებაზე მოხსენებით გამოვიდოდა მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთში „მშაკ“ გამოქვეყნდა მწერალ ალექსანდრე შირვან-ზადეს სტატია, რომელიც მისი თანადროული თბილისის იერ-სახეს ეხებოდა. სტატიის თანახმად, ქალაქში ერთი გასართობი დაწესებულება თუ დაიხურებოდა, მის ადგილას ხელად ახალი იხსნებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთში „მშაკ“ გამოქვეყნდა მწერალ ალექსანდრე შირვან-ზადეს სტატია, რომელიც მისი თანადროული თბილისის იერ-სახეს ეხებოდა. შირვანზადეს თქმით, არასოდეს თბილისში არ მოიხმარდნენ ამ რაოდენობით მაგარ სასმელებს. თუმცა მწერლის აზრით, ქალაქი ადრეც ღვინით სავსე ტიკს წარმოადგენდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთში „მშაკ“ გამოქვეყნდა მწერალ ალექსანდრე შირვან-ზადეს სტატია, რომელიც მისი თანადროული თბილისის იერ-სახეს ეხებოდა. შირვანზადეს აზრით, ქალაქი ხმაურიან ცენტრად იქცა, ოღონდ არა უნივერსიტეტების, მუზეუმების, თეატრების, ლიტერატურული, პოლიტიკური თუ მხატვრული წრეების სიმრავლის გამო, არამედ რესტორნების, საჩაიების, კინემატოგრაფის, ყველანაირი კაბარეების, ღვინის სარდაფებისა და სხვა ფუფუნებისა და ფულის ფლანგვისთვის შექმნილი გასართობი დაწესებულებების მოზღვავების ხარჯზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთში „მშაკ“ გამოქვეყნდა მწერალ ალექსანდრე შირვან-ზადეს სტატია მისი თანადროული თბილისის იერ-სახის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი საშა ჩორნის ფელეტონიდან ირკვევა, რომ გრიგოლ რობაქიძე ესპანელი მანდილოსნების სილამაზეს არ აღიარებდა და ამ ფართოდ გავრცელებულ თვალსაზრისს გაუგებრობად მიიჩნევდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა საშა ჩორნის ფელეტონი, რომელიც ეძღვნებოდა იმ დროს გავრცელებულ ისპანკას ეპიდემიას. ფელეტონი წარმოადგენდა ეპიდემიით დაავადებულის დღიურს, სადაც მოთხრობილი იყო ისტორია კაცისა, რომელმაც თითქოსდა თავის მიერ შექმნილი ახალი კონსტრუქციის უსწრაფესი თვითმფრინავით გადაუფრინა ომში გახვეულ ევროპას და ესპანეთში დაეშვა. იქ კი მშვენიერი ესპანელი მანდილოსანი გაუცნია და თავის სამშობლოში წამოუყვანია. დღიურის ავტორი არ ეთანხმებოდა გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც თურმე წარმოდგენას ესპანელი მანდილოსნების სილამაზის შესახებ გაუგებრობად მიიჩნევდა. თუმცა მშვენიერ ქალს ისეთი ჯოჯოხეთი მოუწყვია კაცისთვის, რომ იგი, მძიმედ დაავადებული, იძულებული გამხდარა რობაქიძის მისთვის აქამდე მიუღებელი თვალსაზრისი გაეზიარებინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა საშა ჩორნის ფელეტონი იმ დროს გავრცელებული ისპანკის ეპიდემიის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მელიქ-შახნაზაროვი იყო პოდპოლკოვნიკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ გ. ხ. ალიბეკოვს დაუკარგავს თავის სახელზე გაფორმებული ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების წიგნაკი.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ ყაველაშვილს ბინა ჰქონია თბილისში, ოლღას ქუჩა N10-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს სიმონ ყაველაშვილს ბინაში (ოლღას ქუჩა N10-ში) ბოროტმოქმედები შეუცვივდნენ.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმროში „ნოე“ დააპატიმრეს ნ. ვულკინი, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგიტაცია ედებოდა ბრალად.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმროში „ნავთლუღი“ დააპატიმრეს ვასილიუკი, რომელსაც ბრალად ედებოდა ქართული არმიის ინტენდანტთა საქონლის გატაცება.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 11 სექტემბერს სასტუმროში „ნოე“ დააპატიმრეს ვ. ნ. ასეევი, რომელსაც ბრალად ედებოდა ბოლშევიკების გამოსვლებში მონაწილეობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის გამგეობის მერვე კომისარიატის სანიტარული მეურვეობის თავმჯდომარედ დაინიშნა კ. ი. პლავინსკი.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სუფსაში საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგიტაციისათვის დააპატიმრეს ს. მიქანაძე, რომელიც ოზურგეთის ციხეში გაუგზავნიათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ტატიანა შჩეპკინ-კუპერნიკს დაუწერია ეტიუდი „მარადისობა წამიერად“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 14 სექტემბერს ქართულ კლუბში უნდა გამარტულიყო თეატრ „სტუდიის“ საღამო ასეთი პროგრამით: დუეტი „ბადია“, ტატიანა შჩეპკინ-კუპერნიკის ეტიუდი „მარადისობა წამიერად“, რუსულ-ქართული ინტერმედია, არკადი ავერჩენკოს მინიატურა „მოხუცები“.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას ჰქონდა კომერციული სასწავლებელი თბილისში, მიხეილის გამზირის N10-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას კომერციული სასწავლებელი რვაკლასიანი იქნებოდა და სწავლება რუსულ და ქართულ ენებზე იქნებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას კომერციულ სასწავლებელში გამოცხადდა ბავშვების მიღება.