საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89466

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ოქტომბერს სოფელ მერხეულში 68 კაცი შეიკრიბა მოქალაქე გიგო კუჭავას ხელმძღვანელობით. მათ განიხილეს სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების აღდგენის საკითხი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ბარნაბა გამსახურდიას წერილი „საქართველოს ეკონომიური პროგრამა“.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს ჰქონდა მეურნეობა გორის მაზრაში, სოფელ სატივეში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სოციალ-დემოკრატების ფინანსისტმა და ეკონომისტმა დიომიდე თოფურიძემ თავის ჟურნალ „ეკონომისტ გრუზიის“ პირველ ნომერში გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკური პროგრამა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ვენიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს ელჩი გიორგი მაჩაბელი

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნესტორ მაღალაშვილის წერილი „ოსმალეთთან შეთანხმება 1914 წელს“ („საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ ისტორიიდან).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სამშობლოს დაცვა და ჩვენი პარტია“ (III ნაწილი).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა სოლომონ იორდანიშვილის წერილი „რუსული ავადმყოფობა და ქართველი სტუდენტები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ომები სომხებთან“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით კახელის წერილი „პროკრუსტის რეფორმა (მიწის მიმღებ კომისიების მოღვაწეობა)“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გაზაფხულზე ხალხის ბრბომ გაანადგურა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის მეურნეობა სოფელ სატივეში; მოანგრიეს ღობეები, გადათელეს ვენახი და ბაღები, რომლის ადგილასაც იმჟამად სოფლის ნახირი დადიოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ოლქის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანოვმა გზათა მინისტრის, ივანე ლორთქიფანიძის დავალებით ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულს სთხოვა, გაეცა ბრძანება, რათა გაეგზავნათ საზღვაო და სამდინარო ნაოსნობის სააქციო-სატრანსპორტო საზოგადოების შემუშავებული წესდება, ასევე ცნობები, რამდენი სახელმწიფო გემის გადაცემა იყო შესაძლებელი საზოგადოებისთვის. ამ ცნობების გარეშე შეუძლებელი იყო კონცესიის პირობების საბოლოოდ დადგენა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ოქტომბრიდან კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად დაინიშნა. მისი წლიური ხელფასი 546 მანეთი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ხუნდაძემ, რომელიც თავად დანიშნა ვაჟთა მეორე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად, უარი განაცხადა და ქართული ენის გაკვეთილების საათები არავის ჰქონდა განაწილებული. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მიხეილ აბრამის ძე აბრამიშვილი ქალთა მე-6 გიმნაზიიდან გადაეყვანათ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში, მის ნაცვლად კი დაენიშნათ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე. მთავარგამგე აბრამიშვილს მოელაპარაკა და მან სრული თანხმობა განუცხადა მეორე გიმნაზიაში გადასვლაზე, თუკი ნებას დართავდნენ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გაუგზავნიდა კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის თხოვნას და მის დროებით მოწმობის ასლ N 415-ს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძეს გავლილი ჰქონდა გამოცდები ხარკოვის უნივერსიტეტთან არსებულ გამოცდის კომისიაში პირველი ხარისხის დიპლომზე. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ოქტომბერს დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩენო კომისიის კანცელარიაში დასაქმება ითხოვა მიხეილ გიორგის ძე დედაბრიშვილმა, ქ. თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელიც 1 წელი და 5 თვე საერობო კავშირში (რუსეთში) საქმის მწარმოებლად და მოანგარიშედ მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ოქტომბერს ქუთაისის საეპისკოპოსო საბჭოს გადაწყვეტილებით ლავრენტი მეტრეველი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება; კანონპროექტი მთავრობის ოფიციალური ორგანოს „საქართველოს რესპუბლიკის“ დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება ხოშტარიას ჯგუფთან ხელშეკრულების შესახებ. დადგინდა, ნება დაერთოს 1918 წლის 30 საექტემბრის ხელშეკრულებაში მოხსენებულ მთავრობის კონტრაგენტებს, აკაკი ხოშტარიას, რაჟდენ დათეშიძეს და „რუს-სპარსულ სანავთო ამხანაგობას“ ამ ხელშეკრულების შენიშვნაში შეიტანოს საწინდარი 500 ათასი მან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წ. 29 ოქტომბერს თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა სახალხო განათლების სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა გიმნაზიის ქართულ განყოფილებაში ხელსაქმის გაკვეთილების ვერა სტეფანეს ას. ბასტამოვისთვის მიცემას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრო იღებს იუსტიციის სამინისტროსაგან თანამშრომელთა კოორდინატებს, მათ შორისაა უფროსი იურიკონსულტანტი გ. ნ. სმიტერი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსაგან მიიღო თანამშრომელთა კოორდინატები, მათ შორის იურიკონსულტანტ ვ. ა. დემიდოვისა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის, თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარის, მ. მ. მღვდლიშვილის კოორდინატები მიიღო.