საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის სექტემბერში გიორგი კონსტანტინეს ძე ერისთავმა შექმნა ალექსანდრე შანშიაშვილის „ივერიკოსა“ და შალვა შარაშიძის „ავგაროზის“ ილუსტრაციები.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის გამგეობის სხდომას გამგეობის წევრმა ნ. ვ. ჩერქეზიშვილმა გააცნო ოქმი კონსულის ქუჩაზე თბილისის ცეცხლის მქრობელი რაზმის სადგურის ასაგებად კომისიის მიერ ადგილის დათვალიერების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის მეორე მომრიგებელ-მოსამართლემ განიხილა საქმე რუსეთის საიმპერატორო თეატრის მსახიობ მ. ვ. დალსკისა, რომელიც ქართულ დრამატულ საზოგადოებას უჩიოდა.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1877 წლის 19 დეკემბერს გენერალი მარკოვიჩი ოსმალოებთან ბრძოლაში დაიჭრა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ “დროების” ცნობით, ზღვის მინისტრი, ვიცე-ადმირალი პოტუი, 1871 წელს პარიზის დაცვაში მონაწილეობდა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ “დროების” ცნობით, საფრანგეთის საზოგადო მუშაობის მინისტრი, ინჟინერი და მოგზაური, ფრეისინე 1871 წელს სამხედრო საქმეებს განაგებდა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ “დროების” ცნობით, საფრანგეთის ვაჭრობისა და მეურნეობის მინისტრი ტესსერან-დე-ბორი გამოჩენილი ინჟინერი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „დროებაში” დაიბეჭდა ქეთო ზარაფიშვილის წერილი „თეატრის მატიანე” ქუთაისის დრამატული თეატრის ქართული წარმოდგენების შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის დრამატულ თეატრში დავით ერისთავის „სამშობლო“ დაიდგა, რომელშიც ნუცა ჩხეიძე და დავით გამყრელიძე მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა დასაწყისი არჩილ დარეჯანაშვილის სამეცნიერო ნარკვევისა „მცენარეთ-მეტყველება“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ ჯუმათის სკოლის ხელმძღვანელის, მღვდელ ნ. ჯიჯიეიშვილის წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც მის მიერ განკარგული შემოწირულობების შესახებ იყო საუბარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ნოემბერს მარტვილის ტაძარში მღვდელმა კაპიტონ გაწერელიამ რუსეთის იმპერატორის იუბილესადმი მიძღვნილი პარაკლისი გადაიხადა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 10 ნოემბერს ახალი სენაკის მახლობლად, სოფელ ნოსორის მცხოვრებ გიორგი სოლომონიას სატვირთო მატარებელი დაეჯახა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის დრამატულ თეატრში შილერის ხუთ-მოქმედებიანი ტრაგედია „ყაჩაღები“ დაიდგა, რომელშიც ლადო ალექსი-მესხიშვილი და ნუცა ჩხეიძე მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძართან დაარსებული სამრევლო სკოლა აკურთხა, რომელსაც სკოლის დამფუძნებელი, ალექსანდრე მიხეილის ძე მუხრან-ბატონი ესწრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ტანძრის წინამძღარმა, მარკოზ ტყემალაძემ, მისალოცი სიტყვა წარმოთქვა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძის მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო ფონდის საქმიანობის შესახებ იუწყებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე პრიბილმა ბორჩალოს მაზრის პოლიციის რევიზია დაასრულა და მალე გუბერნიის სხვა მაზრებში გაემგზავრებოდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 12 ნოემბერს თბილისში, მოღნისის მოედნის პარკში, ვაჭარ მარტირუზოვის გვამი იპოვეს, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 2 ნოემბერს ვაჭარი ს. მიღდისოვი თელავის მამასახლისის თანაშემწედ აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სამეურნეო ბანკის მმართველობამ ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე კახეთში მიავლინა ადგილობრივი ჩარჩების მიერ ხელოვნურად შემცირებული ღვინის ფასის საკითხის შესასწავლად.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და 20 კაპიკად იყიდებოდა ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „საღვთო რჯულის სასწავლებლად საერო და სამრევლო სკოლების მოწაფეთათვის“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოსაცემად მზადდებოდა შიო არაგვისპირელის მოთხრობების კრებული.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ვასილ როინაშვილისა და გაიანე წიკლაურის შეტყობინება ნათესავებისა და ნაცნობებისადმი, რომლის თანახმად, 14 ნოემბერს დიდუბის ეკლესიაში, ალექსანდრე როინაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რეზო გაბაშვილის „ღია წერილი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ბ-ნ გრ. ლორთქიფანიძეს“.