რეგისტრირებული ფაქტები86952
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს გიორგი ქუჩუკაშვილი უმცროს ძმა შიოსთან ერთად სახელმწიფო მამულების თაობაზე ქალაქ სენაკიდან სვანეთში გაემგზავრა.
1883
ტიპი: ნასამართლეობა
1883 წელს მიშო ყიფიანი პოლიტიკური დანაშაულის ბრალდებით გასამართლების შემდეგ რუსეთში გადაასახლეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს გორში ჩასული სანდრო და შიო ქუჩუკაშვილები შიო დავითაშვილის ბინაში ცხოვრობდნენ.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს გიორგი ქუჩუკაშვილი განჯიდან ყვარელში ჩავიდა ცოლ-შვილის წამოსაყვანად.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს შიო მღვიმელი ბესო თედეშვილთან ერთად წავიდა ჯავაში ოჯახთან შესახვედრად.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წლის თებერვალში გორის მაზრის სოფელ ბრეთში დაიბადა შიო ქუჩუკაშვილი (მღვიმელი).
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლამდე შიო მღვიმელს ფინანსურად ეხმარებოდნენ შიო დავითავიშვილი და მიშო ყიფიანი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს შიო მღვიმელი მიშო ყიფიანმა წამოიყვანა თავის სახლში საცხოვრებლად, რადგან მისი ბინა უფრო ახლოს იყო სასწავლებელთან.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887-1893 წლებში ოდესაში მცხოვრებ ექიმს იაკობ ბარდახს არაერთი ქართველისთვის უმკურნალია.
1887
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1887-1893 წლებში ცნობილი ექიმი იაკობ ბარდახი დაუახლოვდა ოდესის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტობას.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ქუთაისში დაბრუნებულმა დუტუ მეგრელმა პეტერბურგში გაგზავნა თხოვნა მისი გადასახადთა ინსპექტორად აყვანის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სურამის საზოგადოებრივი საკრებულოს საზაფხულო სცენაზე შალვა ნიკოლოზის ძე დადიანის მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „სტუმარი“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ლ. ჭანტურიშვილს ზაფხულში ხონის თეატრის წარმოდგენებში უნდა ეთამაშა.

