რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს დუტუ მეგრელმა დედასთან ერთად რამდენიმე ბინა გამოიცვალა, სანამ საბოლოოდ ქალაქის განაპირას რუსი ქალის სახლში დასახლდებოდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს პეტრე გელეიშვილმა დუტუ მეგრელის ლექსების კრებული „ცრემლები“ გამოაცემინა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელის ვინაობით დაინტერესებულ პეტერბურგის საგადასახადო სამსახურს ქუთაისის გადასახადთა ინსპექტორმა მისი მოთხრობების კრებული გაუგზავნა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელი თბილისის სახაზინო პალატაში გამოიძახეს ინსპექტორის მოვალეობების გასაცნობად.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, შიო მღვიმელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება შილდა-ყვარლის, ჯავისა და სვანეთის ხეობებმა მოახდინა.
1905
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკია მონაწილეობას იღებდა 1905 წლის აჯანყებისათვის საქართველოში იარაღის შემოტანის საქმეში.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „თამარ ბატონიშვილი“ ვალერიან გუნიას და ალექსანდრე იმედაშვილის მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „არც აქეთ არც იქით“, რომელშიც მონაწილეობდნენ გედევან გედევანოვი, ვასო აბაშიძე, ალექსანდრე იმედაშვილი, რაფიელ ჯიბლაძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „სისხლის ლაქა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ცაცა ამირეჯიბი, ალექსანდრე შანშიაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 2 დეკემბერს ჯარისკაცი ივ. ნახუცრიშვილი სარიყამიშთან ბრძოლაში მოკლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, წაღვერში იოსებ გრიშაშვილისა და ალექსანდრე იმედაშვილის მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს მოლიერის ხუთმოქმედებიანი კომედია „ ტარტიუფი" ანუ ,,მუზმუზელა", რომელშიც უნდა ეთამაშა ვასილ აბაშიძეს, მაგრამ მისი როლი სხვამ შეასრულა.

