რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ანტონ დელფუშე რომის პაპის, ბენედიქტის, დიპლომატიური წარმომადგენელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სტეფანე ახმეტელს თბილისის დაცვა დაავალეს. მის განკარგულებაში იყო თბილისში მყოფი მთელი შეიარაღებული ძალები – წითელი არმია და რეგულარული ჯარი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სომხეთის პარლამენტის 4 სექტემბრის სხდომაზე თავმჯდომარე ა. აგარონიანი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელს, გერასიმე თომას ძე მახარაძეს მიესალმა. მან ისაუბრა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე და 1918 წლის სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო მწუხარება გამოთქვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში ქუთაისის სახალხო გვარდიის ბინაში გაიმართა ქუთაისის ოლქის გვარდიელების ყრილობა, რომელსაც მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელიც დაესწრო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ნიკოლოზ ჭუმბურიძე ქუთაისში გამართულ გვარდიელების ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სია იმ სტუდენტებისა, რომლებიც სპეციალური უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში უნდა გაეგზავნათ. სულ წარდგენილი იყო 121 თხოვნა, საიდანაც შეირჩა 19 სტუდენტი: ეპიფანე ალშიფანია, გიორგი ბაქრაძე (ელექტრობა), ვალერიან ახვლედიანი, გიორგი ედიბერიძე, ივანე ლაზარაშვილი (სამთო მრეწველობა), დავით ბერიკაშვილი, ნიკოლოზ ცაგურია (მეტალურგია), დ. გოგიჩაიშვილი, ზურაბ ელიავა (ეკონომიკა), კონსტანტინე კობახიძე (ფინანსები), ნიკოლოზ მესხი (ელექტრომექანიკა), ალექსანდრე ნაზაროშვილი (ელექტროტექნიკა), ლიდია პაპასკირი, მიხეილ ცეკვაშვილი (ეკონომიკა), სპირიდონ ჩომახიძე (საქონელთმცოდნეობა), ივანე ჩხენკელი (ტექნოლოგია), გრიგოლ კახაძე, გაბრიელ ქიქოძე და მირონ წულეისკირი. მათგან მხოლოდ სამი იყო საშუალო განათლებით, დანარჩენები დამამთავრებელი კურსის სტუდენტები იყვნენ.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტროში მიღებული ცნობების მიხედვით, სიღნაღში გარნიზონის უფროსისა და სხვა თანამდებობის პირთა თანდასწრებით სისრულეში მოიყვანეს საგანგებო სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელი (სიკვდილით დასჯა) ალ. სარაჯიშვილის მკვლელთაგან 6 დამნაშავეზე, დანარჩენ 3-ს სიკვდილით დასჯა უვადო კატორღით შეუცვალეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 5 სექტემბერს ა. სარაჯიშვილის მკვლელობისათვის სიღნაღში სიკვდილით დასაჯეს ალექსი ლისაშვილი, ნიკო კოკოლაშვილი, ლევან ზარდიაშვილი, გიორგი მინდორაშვილი, ივანე ლორთქლიშვილი და გიორგი ტიფლიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს გაიმართა სურამის ებრაელთა მრავალრიცხოვანი კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ქალაქისთავი ხიდიბეგიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს გამართულ სურამის ებრაელთა კრებაზე სიტყვით გამოვიდა მ. დავარიშვილი. მოხსენების შემდეგ დაადგინეს, მისალმებოდნენ თავისუფალი საქართველოს დამფუძნებელ კრებას და ეცნობებინათ დემოკრატიული მთავრობისათვის, რომ აღელვებთ შოვინისტური და აღმაშფოთებელი გამოსვლები, რომელსაც სჩადიან ორიოდე თავხედი სიონისტი პროვოკაციული ქაღალდებით. ხელს აწერენ: რაბინი დ. მ. ჯანაშვილი, ხმოსანი მ. ჯანაშვილი, ხმოსანი გ. დავრიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში მეჯლისის დადგენილების დასამტკიცებლად თბილისში ჩამოვიდნენ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე და წარმომადგენლები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 სექტემბერს ქართულ კლუბში აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარის ნასიბ-ბეკ უსუბეკოვის პატივსაცემად გაიმართა რაუტი, რომელსაც დაესწრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, აჭარის წარმომადგენლები (მამედ ბეგ აბაშიძე, ჯამალ ბეგ ხიმშიაშვილი) და სხვ. სტუმრებს საქართველოს მთავრობის წევრები და თავმჯდომარე ნოე ჟორდანია შეხვდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 10 სექტემბერს გამართულ დარბაზობაზე დიმიტრი აბხაზი იუსუმბეკოვს აზერბაიჯანულად მიესალმა და აღნიშნა, რომ მან ხელი შეუწყო აჭარის საკითხის კეთილად დაგვირგვინებას. საპასუხოდ მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ და ჯემალ ხიმშიაშვილმა საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას მზრუნველობის გამო მადლობა გადაუხადეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საზეიმო მიღებაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლემენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ აღნიშნა, რომ მეცნიერების გავლენით თანდათან ირღვევა სარწმუნოებრივი მირაჟი, რომელიც საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფდა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილებით, სამი თვით ციხეში ყოფნა მიესაჯათ ყარამან ზვანგაიას, მიხეილ მარღანიას, ომარ ემუხვარს, რაჟდენ კაკუბავას და სპირიდონ ქოლბაიას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 20 ნოემბერს ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დააკავეს. მას დაკავებისას ჩამოართვეს რევოლვერი N26, საფულე და ორი სხვა ნივთი.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებულ ვასილ გიორგის ძე კაპანაძეს ჰყავდა: მამა, გიორგი – 54 წლის; დედა, ანასტასია – 50 წლის, დიასახლისი; და, ბარბარა – 22 წლის; ძმები: ნიკოლაი – 23 წლის; დავითი – 25 წლის, მცხოვრებნი თბილისში.