საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89722

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 23 აგვისტოს ორღულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ირაკლი ანტონის ძე აბაშიძე გარდაიცვალა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს დაიწყო ვაკის კეთილმოწყობა, რადგან ეს ადგილი სიმწვანის გამო საცხოვრებლად კარგი აღმოჩნდა. კონკურსში გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, არჩილ ქურდიანის პროექტმა „ლამარამ“.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 24 ნოემბერს, დილის 4 საათზე, გულის უკმარისობით გარდაიცვალა სსრკ ცაკ-ის წევრი, ინგლისში სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლეონიდ ბორისის ძე კრასინი.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 28 ნოემბერს სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს კვირინგი. ამის გამო ის საბჭოთა კავშირის ცაკ-ის პრეზიდიუმმა გაათავისუფლა კავშირის მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან, ხოლო მის ნაცვლად დაამტკიცა სერებროვსკი.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ანტანას სმეტონა ლიტვის პრეზიდენტად აირჩიეს.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის დეკემბერში დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში მუშაობა შეწყვიტა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის დეკემბრამდე დუტუ მეგრელი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ალი მამედოვი იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს შავერდოვს ეკავა ამიერკავკასიის ცკ-ის მდივნის თანამდებობა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს გამიდ სულტანოვი აზერბაიჯანის ცაკ-ის მდივნად დაინიშნა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 15 დეკემბრის გაზეთში „თეთრი გიორგი“ დაიბეჭდა სიმონ ციციშვილის სტატია „ბ. ლეო კერესელიძის რეფერატის გამო“.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 17 დეკემბერს ცაკ-ის პრეზიდიუმმა იანსონი დაადგინა მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 17 დეკემბერს ცაკ-ის პრეზიდიუმმა მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისრის მეორე მოადგილედ იაკობ იაკოვლევი დანიშნა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 18 დეკემბერს ცაკის პრეზიდიუმმა კერჟენცევი საბჭოთა კავშირის ცენტრალური სტატისტიკის სამმართველოს გამგის პირველ მოადგილედ დანიშნა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ირ-აღ ხან ზახირი იყო სპარსეთის გენერალური კონსული თბილისში.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს გ. გოგეჩია საქართველოს ალკკ ცკ-ის მდივანი იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მეჰმეთ შუქრი კაია ოსმალეთის მეჯლისის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წელს გარდაიცვალა ხელოვნების კულტურული კომიტეტის თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მოედინ სურმანიძე აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს კ. მეგრელიძე ცენტრალური კომიტეტის სააგიტაციო-საპროპაგანდო განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მიხეილ კახიანი საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი იყო.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 2 მაისს გარდაიცვალა მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს, მერვე შრომის პედაგოგიური საბჭოსა და მშრომელთა დამხმარე კომიტეტის წევრი ალექსანდრე ჭოხონელიძე.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ი. ადამიძე მსროლელთა პირველ ქართულ ლეგიონს მეთაურობდა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს გ. კვირაია ლეგიონის სამხედრო კომისარი იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მამია ორახელაშვილი ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო მირზა დაუდ გუსეინოვი და სარქის ლუკაშინი – მისი მოადგილეები.